გზად – ერთი ნაპირიდან მეორემდე...
გადავხედე სხვა "ჩემი" მხატვრების კოლექციებს, მაგრამ განწყობამ ისევ ამ ნახატთან დამაბრუნა. მაკა ბატიაშვილის "ხიდს" გამოვფენ.
ასე მგონია, ეს გოგო მგავს – ვიდრე გადავა, ჩავლილ წყალს ჩასჩერებია.
პ. ს. საერთოდაც, ეს კვირა "ხიდების" იყოს. თუკი ამოვარჩევ, რომელიმეს კიდევ შემოგთავაზებთ.
26 ოქტომბერი –
1 ნოემბერი.
Monday, October 26, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
მგონი, რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, როცა ვფიქრობდი, მერე შემოვდიოდი შენს ბლოგზე და ამ თემას ვნახულობდი.
გუშინ ბერლინის კედელთან რომ მივდიოდი, გზაზე ვნახე ძველი, დაჟანგებული ხიდი და გვირაბი, მეგონა, სადაცაა ღრჭიალს დაიწყებდა :) უცებ აქაც ხიდები მხვდება... გამიხარდა რაღაცნაირად :)
რა უცნაურია ასეთი დამთხვევები
და ბერლინში ხეტიალი კი, როგორი საინტერესო :)
რა უცნაური ნახატია.
Post a Comment