ასეთი ვირუსი შემხვდა – ყელი მტკივა დღეგამოშვებით, ღამით ხმაც მტოვებს და დილით, ვითომ არაფერი, ისევ ჩემთან ერთად იღვიძებს... სიზმრებში კი ვლაპარაკობ. ვხედავ. მიყვარს.
დღეები – უწყლო, წყლის ძიებაში. მერწყული გავხდი.
ცოდნა, რომ შინ წყალია, სიმშვიდეს ნიშნავს; დაცარიელება დგომაა შეციებულთა რიგში; შეგრძნება – 90-იანი წლები, საერთო ცეცხლი დღის სადილისთვის; ცქერაა – როგორ ივსება მცირე ნაკადით გამჭვირვალე ჭურჭელი; ხმა – მცირე ნაკადისა; სახე:
"წყაროს" თავზე, მარმარილოს ქვაზეა ამოხატული. იღიმის. ბიჭია, 22 წლამდე. იქვე სახელი. ზედმეტიც. წყალს მისი ღიმილიდან ვავსებთ.
მე ბოლო ვარ.
სულ რამდენიმე წუთით.
ვუსმენ.
დაუწერელ კანონს ვარღვევ (თურმე). ვიღაცები მსჯელობენ: რატომ ამ ენაზე. ვიღაცებს ეშინიათ. მგონი, წიგნების აკრძალვამდეც მივალთ და უფალ ცენზორსაც დავ(ი)ნიშნავთ.
თითქოს ყვითელ ნოტიო ქვიშაში ჩავყავი ხელები. კარგია, პირში ქვიშის ნამცეცებს არ ვგრძნობ...
გადავიკითხავდი ამ წიგნს.
Saturday, February 5, 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
10 comments:
მალე გამოჯანმრთელდი :)
ნათი, მადლობა :*
რაღაცებს კითხულობ თან ხო? და უსმენ.
მალე ჯანმრთელობა!
ჰო, როდე, ეგ ყველაზე სასიამოვნო :)
მადლობა!
Ощущение... ამაზე ტკბილი და ლამაზი სიტყვა არ არსებობს...
ჰო...
ავად იყავი? :/ ვეღარ მოვიცალე კითხვისთვის. იმედია უკვე გამოჯანმრთელდი :)
ხანდახან იცი როგორ წერ? ბავშვობაში წავიკითხე ნაირა გელაშვილის მოთხრობები, მწერალია, შეიძლება არც იცი. ასეთი შეგრძნებებით წერს :)
ახლა როგორ ხარ???
მე, მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც გრიპს დაუძვრა. კიარადა დაუსხლტა.
* ნინა, კი, ახლა კარგად ვარ :*
მართლა? ამაზე არ მიფიქრია. ნაირა გელაშვილს უფრო მისი ლექსებით ვიცნობ :)
* ახლა კარგად, ქეთ :*
ძალიან კარგი! ასეც გააგრძელე, ჯანმრთელად...
კარგია, რომ კარგად ხარ.
Post a Comment