Monday, February 21, 2011

ერთი კვირა, კედელზე

დღეს ჰოლადიელ მხატვარს – იან ვერმერს (აგრეთვე, სავარაუდოდ: იან ვან დერ მენი, ან იან ვერმერ ვან დელფტი) გამოვფენ.
ვერმერი 1632 წელს ქალაქ დელფტში დაიბადა. მამამისი ხელოვნების ნიმუშებს ყიდდა. მოგვიანებით, ამ საქმეს ვერმერიც გაჰყვა. მხატვრის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ შემონახულა; არაფერია ცნობილი მის სამხატვრო განათლებაზე. შემორჩენილია ცნობა, რომ 1653 წელს ის წმ. ლუკას გილდეაში მიიღეს – ეს იყო სხვადასხვა ჟანრის ფერმწერთა გაერთიანება. ამავე წელს ვერმერი დაქორწინდა. შეეძინა 15 შვილი, მათგან 4 მცირეწლოვანი გარდაეცვალა. მხატვარმა სულ 40-მდე ნახატი შექმნა – წელიწადში 2 ნამუშევარს თუ ამთავრებდა. აქედან გამომდინარე ასკვნიან, რომ იგი თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახის შესანახად, ძირითადად, სხვა შემოსავალზე იყო დაყრდნობილი. ვერმერი ხატავდა იმ რამდენიმე მფარველისთვის, ვინც აფასებდა მის შემოქმედებას და აფინანსებდა კიდეც. თუმცა, არ არის ცნობილი, მათ კონკრეტულ დაკვეთებს ასრულებდა თუ არა.

ვერმერი ძირითადად საშუალო კლასის წარმომადგენლებს ხატავდა. მის ყველა ნამუშევარზე ფიგურირებს ადვილად აღსაქმელი სინათლის წყარო – ხშირად სარკმლიდან შემოსული. მკრთალი შუქის ფონზე შთამბეჭდავი ხდება როგორც გამომეტყველება, ისე ნივთები (თავის ნამუშევრებში ნივთებს, ქსოვილებს მხატვარი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა და გარკვეულ დატვირთვას ანიჭებდა). მის ნახატებზე ბევრ პერსონაჟს ვერ იპოვნით; ფავორიტი ფერები ცისფერი და ყვითელია.

ამ კვირაში, ალბათ, ორ ნამუშევარს გამოვფენ:
პირველი, ეს არის გოგონა, რომელმაც შეწყვიტა მუსიკის გარჩევა. ნახატზე საინტერესო დეტალებია ვიოლინო და ჩიტის გალია, ასევე კუპიდონის ტილო კედელზე, რომელიც ვერმერის კიდევ ერთ ნამუშევარზეა გამოსახული. ნახატი 1660 წელს არის დახატული.
*
კვირის მეორე ნამუშევრად "მაგიდასთან ჩაძინებული ქალი" (1656-1657 წწ.) ავირჩიე.

21-27 თებერვალი.

11 comments:

Anonymous said...

თითქოს გაიკვირვა, როგორ გაბედეთ და კარებზე დაუკაკუნებლად შემოხვედით და ხელი შემიშალეთო....

Sophie שרה Golden said...

პოსტის წაკითხვის შემდეგ, ნახატზე რომ "ჩავედი", სულ სხვანაირი დამხვდა, ვიდრე ველოდი. ვერ გავუგე ამ გოგოს, ნოტების გარჩევა რომ შეუწყვეტია... :)

Keti said...

* როდე, კი :)

* სოფი, რატომ? :)

Clown said...

მშვენიერია :))

Keti said...

:))

Kate said...

რა კარგი ნახატია. მართლაც–და რატომ შემოხვედითო. გოგონა მარგალიტის საყურეებით იყო ამას წინათ რეგიონზე და არ მეცალა სამწუხაროდ. არადა მინდოდა სკარლეტი მენახა კილონთან ერთად.

რა დამთხვევაა, ანამაც ამ მხატვარზე რომ დაწერა პოსტი. მე კი – სკარლეტზე.

Kate said...

აი აგერ. http://farvanna.blogspot.com/2011/02/blog-post_23.html

Keti said...

ქეთ, რა საინტერესოა ასეთი დამთხვევა! კარგია, რომ მითხარი – ჩემთვის ახალი ბლოგიც ვიპოვნე..
სხვათა შორის, მეორე ნახატად მეც გოგონა მარგალიტის საყურით მინდოდა გამომეფინა :) შევცვლი არჩევანს, მგონი ასე უფრო საინტერესო იქნება..

Nina Gorecki said...

მე ვარ ეგ გოგო მუსიკის გარჩევა რომ შეწყვიტა და მოსმენა დაიწყო :)))

Kate said...

კი, კარგი ბლოგია ეგ.
არაფრის :*

Keti said...

* ნინა :)) შეიძლება ითქვას, მეც.

* ქეთ :*