ნახატის გამოფენამდე ცოტა რამ მხატვრის შესახებ – ჩვენში მას ნაკლებად ან სულ არ იცნობენ: მონსერატ გუდიოლი ესპანელია – 1933 წელს, ბარსელონაში, არქიტექტორისა და ხელოვნების ისტორიკოსის ოჯახში დაიბადა. 1950 წელს ძველი ნახატების რესტავრაცია შეისწავლა, განსაკუთრებით დაინტერესდა ხეზე და ქაღალდზე შესრულებული ნამუშევრებით. პირველი გამოფენაც ამავე წელს მოაწყო. 1981 წელს გახდა პირველი ქალი მხატვარი, რომელიც დაუშვეს კატალანის ხელოვნების აკადემიაში.
მომხიბლა მონსერატის სტილმა, წითელმა და, საერთოდ, მისმა ფერებმა, სახეებმა (რომლებმაც ბრეიგელი გამახსენა), დრამატიზმმა და ენერგიამ, რაც გადამდებია..
დღეს გამოსაფენად ნამუშევრის შერჩევა გამიჭირდა – რაოდენობის გამო – რამდენიმე მათგანი გამორჩევით მომწონს. ბევრს აღარ ვიფიქრებ და რაკი გუდიოლის ნახატებში ინტენსიურად გამოყენებულმა წითელმა ფერმაც ასე გამიტაცა (რაც ჩემთვის ცოტა უცნაურია), პირველი არჩევანიც ეს იყოს.
კვირის მეორე ნახევარში ვეცდები, ერთი ნახატიც დავამატო.
*
შუქნიშნის პრინციპზე აგებული ნამუშევრით დავასრულებ ამ გამოფენას.
21–27 მარტი.
6 comments:
თან ლამაზი წითელია. ამ ფერს არ ვწყალობ, მაგრამ ეს ნახატი ძალიან მომეწონა.
ნათი, მეც ასე ვფიქრობ :)
წითელი ფერიც მიყვარს, კიარადა ნახატმა აღმაფრთოვანა :))
ძალიან მომწონს ნახატი, რაღაცნაირი ცოცხალია ემოციურად :)
წითელით გატაცებას რაც შეეხება, ამ ბოლო დღეებში აკვიატებულ იდეასავით მაქვს, ბლოგიც კი გავაწითლე და დღესაც წითელი ფერის ნივთი შევიძინე :) არადა, დიდად არ მიყვარს ეს ფერი :) ცოტათი მარგინალური მგონია (რეებს ვწერ ფერზე :დ)
მიუხედავად იმისა რომ ასეთი ღაჟღაჟა ფონია, სახეები მაინც ყველაზე დიდ ყურადღებას იქცევს ჩემში.
ფონი თითქოს უფერულდება, სახეების ანუ ფიგურების უკან.
* გიო :)
* ნინა, კი :)
მე წითელი ფერის დეტალები მიყვარს, მაგრამ დიდი რაოდენობით წითელი მაღიზიანებს ხოლმე, ახლა კი ასე არ მოხდა :)
* ტომუშკა, მეც ასე მგონია...
Post a Comment