ბევრი ვიარე რაიმე მსუბუქის საპოვნელად – იქნებოდა ეს ქსოვილი, სამკაული თუ სხვა რამ მსგავსი, ლამაზი ნივთებიდან, მაგრამ ტყუილად. "რაიმე მსუბუქის" მოთხოვნილება ბოლო დროს სულ მაქვს – ზამთარი, რომელიც თავს არ გვანებებს, საოცრად მოსაწყენი გახდა. ტანსაცმელი, რომელიც ზამთარს მოაქვს – ასევე. პეიზაჟი, სადაც ასფალტისფერი ჭარბობს, ამბები, რომლებსაც შეშფოთებული ტონით გვამცნობენ – მინდა, დამთავრდეს. ალბათ ამიტომ არ დავასრულე ჩემი წერილები (და, შესაბამისად, არც გამოვაქვეყნე), რომლებიც მძიმე თემებს ეხებოდა. თუმცა, მათზე ფიქრი მაინც არ შემიწყვეტია.
დღეს
ეზოში ერთი გულწითელა ჩიტი მთელი დღე მიწაზე და ტოტებზე დახტოდა და მიახლოებისას არ მიფრთხოდა. ფოტოც გადავუღე. ისე უცნაური იყო. (მერე) მონატრება გამიმძაფრდა. ძალიან მომინდა, შინ მხოლოდ სამნი არ ვყოფილიყავით.
და საერთოდ, პატარა ვიყო, მინდა.
ხვალ
8 comments:
ემოციებიც ასფალტისფერია :შ
შესაბამისად ხალხიც ასფალტისფერია, ხოდა ეს ხალხი ტანსაცმელზე უფრო მეტად მომბეზრდა :|
:(
იმედია, შენს ირგვლივ ყველაფერი გაფერადდება :*
მადლობა ქეთი :* წარმატებები <3
არ მჯერა, რომ თბილისში ზამთარია ისევ. აქ ისე სასწულად გაზაფხულდა, არც ველოდებოდი და ხალხიც ისე გაფერადდა, ხან მავიწყდება, სად ვარ და როგორი ზამთარი "გამოვიარე".
გულწითელა ჩიტი – ყველაზე ფერადი და იმედიანი იყო ამ პოსტში.
გაზაფხული ისე მოვა, ვერც გაიგებ, ქეთი. კარგ განწყობაზე იყავი რა!!!!!!!!!!!!!
ბედნიერ კვირას გისურვებ!!!
* გიო, მადლობა <3 :*
* სოფი, ვცდილობ, დიდი მადლობა! :) შენც ასევე – ბედნიერი კვირა! :*
ცივი ქარი რომ არა, აქაც დათბებოდა.
იცი, რაღაც მსგავსი – იმედიანი განცდა დამიტოვა იმ ჩიტმა. ძალიან საყვარელი იყო, ახლაც ვიღიმი, რომ მახსენდება :)
მე ამ ასფალტისფერი განწყობის დასათრგუნად ყვავილებს ვეზიდები სახლში :)
neta is foto dagedo, rac gadaige :)
* ნინა, მეც :)
* ბაბისა, დავდებ :)
Post a Comment