ასეთი შთაბეჭდილება მრჩება: დღეს კარგი ტიპობაა იმის ღიად თქმა, რომ გეი ხარ ან ბი. ფეისბუკზე ვნახე: ჭიქებივით უჭახუნებდნენ ერთმანეთს თავის ორიენტაციებს და ამბობდნენ:
– გაგვიმარჯოს!
– გაგვიმარჯოს!
შოუ–ბიზნესი
ტელევიზიით აჩვენეს მღვდელი, რომელსაც უთანხმებდნენ ეკლესიის საძირკვლის გაჭრის ცერემონიაზე წითელი ხალიჩის დაგების დეტალებს. ცერემონიას ჰყავს რეჟისორი. მონტაჟდება ეკრანები...
პარადოქსი
ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტისთვის მშენებარე პირველ ტრასას შეეწირა 1500 ძირი ხე.
8 comments:
რაკარგი ტილო აგირჩევია და დეტალი ამ კვირისთვის
და პარფადოქსებს კიდე რა დალევს
თან ჩვენთან :)
მიყვარს ეს ტილო :)
ჰო, ასეა...
სექსსნობები:)
ზუსტად! :)
ორი სიტყვით, რამდენ რამეს იძახი ხოლმე ქეთი :))) <3
გიო :)) <3
ეკოლოგიურად სუფთა ტრასაში რას გულისხმობენ? მანქანების ნახვლად ველოსიპედებით და ცხენებით ივლიან ხალხი? :D :D hehe, რა მაგარი იქნებოდა ისე :)
ხეები კი შეეწირა მაგრამ მათი დარგვა და გარშემო განაშენიანება ყოველთვის შეიძლება მთავარია მონდომება იყოს.
ველოტრასას აშენებენ ქუთაისში :) კი, შეიძლება ხეების თავიდან გაშენება, მაგრამ როცა ერთდროულად ამდენ ზრდასრულ ხეს ძირკვავენ, კარგი საქმე არ არის.
Post a Comment