Wednesday, June 22, 2011

არაფერი არაფერზე

დილას ვიდექი მეტროს ვაგონში, "ველაპარაკებოდი" საკუთარ თავს და მინდოდა, იმ მომენტში მქონოდა ნეტი და სიმშვიდე. გადავწყვიტე: მისვლისთანავე, ამ პოსტად გამოსადეგ, "თითქმის ლექსივით" ნაფიქრს ჩავწერდი, მაგრამ მისულს არც გამხსენებია. ახლა საღამოს 5-ის ნახევარია და თავს ვიმტვრევ, ნეტავ რა აზრი დამებადა მეტროს დარწეულ ვაგონში, ამდენ რამეს რომ ვაპირებდი-მეთქი. როგორც ჩანს, მომწონდა და ამიტომ. დამრჩა მხოლოდ სინოფსისი მოქმედებისა 9:15-9:40 დროის მონაკვეთში: ვიდექი ვაგონში, ვფიქრობდი (მაწყვეტინებდა ყოველ ორ წუთში ქალის ხმა) და ვწყვეტდი – მთავარი იყო ადგილზე მისვლა...
და აი, ვწერ ადგილიდან.
ვწერ სამუშაო ფაილში – გოგელია კომანდოს თავზე(დ). ახლა ამას დავაკოპირებ და მუშაობას განვაგრძობ.
სულ ეს იყო –
თაიმბრეიქ –
როგორც ფანჯარაში გახედვა.

12 comments:

Anonymous said...

ესეა ხოლმე. გუშინ დილის ძილბურანში რომ ვიყავი, ისე ცხადად ვყვებოდი რაღაც მოთხრობას, ისეთი კარგი ფრაზები მქონდა და რომ გამოვფხიზლდი, აღარაფერი მახსოვდა :(

Keti said...

ჰო, როგორ ხდება ხოლმე...
თუმცა მგონია, უკვალოდ არაფერი იკარგება – ქვეცნობიერში რჩება და ოდესმე იჩენს თავს, შეიძლება უფრო დახვეწილი სახითაც :)

Arsen said...

მე სიარულისას მიყვარს საკუთარ თავთან საუბარი, მაგ დროს, მგონი ძალიან არაკრიტიკული ვარ ან მართლაც შთამაგონებელი პროცესია ჩემთვის – სიარული:) რაც არ იყოს საბოლოოდ "შემოქმედებითი ამნეზიის" მსხვერპლი მეც ვხვდები... თუმცა ხომ "უკვალოდ არაფერი იკარგება" Varus, legiones redde!!!:)

Keti said...

სიარულისას მეც მიყვარს, მაგრამ ქუჩაში ხანდახან ქუჩა იპყრობს ყურადღებას, ამიტომ ტრანსპორტში უფრო :)
იმედია, დაგვიბრუნებენ :)

babisa said...

რა ცუდია გაფრენილი აზრები, რეალშიც და სიზმარშიც ხშირად დამმართნია ასე, როცა ახლოს არ ვარ საწერ საშუალებებთან

Keti said...

უი, სიზმრებიც. იშვიათად, მაგრამ მაინც..

Clown said...

აი, შუა ძილიადან რომ გამომეღვიძება, მომიფრინდება ხოლმე რაღაც იდეები, მაგრამ დილით ვდგები თუ არა, აღარ მახსოვს :ხ არადა გულში რაღაცას ვგრძნობ, თითქოს რამე მაქვს გასაკეთებელი :დ

Keti said...

ჰო, რაღაც ეგეთი განცდაა :))

Toma said...

მასეთი მდგომარეობა ხშირად მქონია (უფრო ხშირად ოკუპაციურ თერაპიასთან დაკავშირებით). ხოდა ვისწავლე ჭკუა - ყოველთვის ვიწერ იდეას რომელიც ვფიქრობ რომ "ღირებულია".

Keti said...

კარგია, რომ იწერ. მით უმეტეს, პროფესიასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს...

Lord Vader said...

რამდენი გენიალური აზრი დამკარგვია ეგრე :)

Keti said...

მთავარია, უკეთესებიც ჩნდება ან ზოგი იქნებ დაბრუნდეს კიდეც :)