Monday, May 14, 2012

ერთი კვირა, კედელზე

ამ ორშაბათს არაფრის გამოფენა მომდომებია. ბოლოს და საკმაო დაგვიანებით გერმანელი ექსპრესიონისტის, ფრანც მარკის (1880–1916) ცხენები შევარჩიე:
ცხენი სივრცეში (1910 წ.)
ლურჯა ცხენი (1911 წ.)

14–20 მაისი.

2 comments:

Nina Gorecki said...

რა უჩვეულოა, რომ წერ, ამ ორშაბათს არაფრის გამოფენა არ მომდომებიაო :)

ბოლო ხანებში ზუსტად ორშაბათს ვეღარ შემოვდივარ, მაგრამ დიდი ხანი რიტუალივით იყო, რომ შენი კედელი ორშაბათს საღამოს უნდა მენახა და არასოდეს მიფიქრია, ხომ შეიძლება არაფრის გამოფენა არ მოუნდეს დღეს მეთქი :)))))

Keti said...

ჰო, ერთ ორშაბათს ასეც მოხდა :) ბოლო თვეების ორშაბათები ძალიან დატვირთული მაქვს და ეს დაეტყო კიდეც გამოფენებს – სიტყვაძუნწი პოსტებია. ახლა ბოლო დღეების ჩემი განწყობაც დაემატა და აი, არაფრის გამოფენა არ მომინდა.
ორშაბათის გამოფენა ჩემთვის ხომ იქცა რიტუალად და მგონი ჩემი ბლოგის მკითხველებისთვისაც ასეა :)) ამიტომ ყოველთვის ვაახლებ კედელს :)