ბავშვობაში ამ ნანგრევს სკამს ვადარებდი, თუმცა ახლაც იგივე ასოციაციას მიჩენს. კლდემაღალას ციხე ჰქვია, იგივე არსენას ციხე. მე-5 საუკუნით თარიღდება. 10 წლის ვიქნებოდი, როცა მამამ მის დასალაშქრად წამიყვანა. ნახევარი გზაც ვერ გავიარე და მოვბრუნდით. მახსოვს ქორი, რომელიც თავს დაგვტრიალებდა; ნაკვალევი, რომელზეც მამამ თქვა, მელიას ნაკვალევიაო და ხედი – ულამაზესი. მიყვარს ავტობანიდან მისი და მიმდებარე მთის კალთების ცქერა. ამას წინათ გავჩერდი და გადავიღე. უცნაურია, გუგლში მისი ფოტო არ მოიძებნა. მგონი პირველი ვარ, ვინც გაავრცელებს.
Sunday, November 11, 2012
Subscribe to:
Post Comments (Atom)
4 comments:
რა ლამაზი ცააა, ლურჯი და მოკრიალებული.
ჰო, ისე ნათელი დილა იყო
უკვე ხარ გუგლიმიჯებში :)
ვაჰ, ვნახე ახლა :)
Post a Comment