აბსტრაქციონისტი მხატვარი, ვერა ფაღავა (1907-1988) საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1923 წელს საფრანგეთში ოჯახთან ერთად გადასახლდა. სწავლობდა პარიზში, რონსონის აკადემიაში, როჯერ ბისერთან. ბისერი ძალიან აფასებდა პოლ კლეეს შემოქმედებას, რამაც მისი მოწაფის მხატვრობაზეც იქონია გავლენა.
1938 წელს ფაღავა ლიონის ფოლკლორულ გალერეაში მოღვაწე ჯგუფს შეუერთდა. ამ ჯგუფთან მუშაობის დროს, ლიონელი მემაუდის დაკვეთით შექმნა ცხოველების და მცენარეების მოტივებიანი, ინტერიერის გასაფორმებელი ქსოვილები. ქსოვილებს თავადვე ქსოვდა დაზგაზე. დღევანდელი გამოფენის კედელს ძირითადად მათ დავუთმობ – ისინი განსაკუთრებით მომწონს. გარდა ამისა, ქმნიდა ვიტრაჟებს (მისი გაფორმებულია სენ-ჟოზეფის ეკლესია დიჟონში), აფორმებდა წიგნებსაც. წელს გამოცემული კატალოგიდან დღეისათვის რამდენიმე აბსტრაქტული ნამუშევარიც შევარჩიე. ფაღავას აბსტრაქციები უაღრესად მინიმალისტურია, ცივი ფერებით, გეომეტრიული ფორმებითა და ბევრი სინათლით სავსე. საინტერესოა სათქმელი და ხედვა – ჩემთვის გამორჩეული იყო "საქართველო", "უცნობი" და "სკოლის ეზო თბილისში":
13 comments:
<3 მადლობა!
თინიტა, აქედან ვერ წაშლი :)
(ქეთი ვერ გამიმეტებს წასაშლელად, ასე მგონია) :-)
@ თინიტა <3
@ ლორდ, წასაშლელად როგორ გაგიმეტებ და იმედია, არაფერი გავაფუჭე :)
ჰოდა, მაგან მიმშალა, ისე რომ არც ასაკს ცა პატივი, არც მეგობრობას და გვარიშვილობასაც კი :)
მე კიდევ თავს ვიმტვრევდი, რა მოხდა–მეთქი :))
ჩვენც გვეწერა ამ ქალზე საკმაოდ ვრცელი წერილი, მომეწონა რაღაცები :)
ლორდს ჯობია ის ვკითხოთ, fb-ს ექაუნთი რატომ წაშალა :D
ვკითხოთ, მეც მაინტერესებს :)
აღარ დაედგომება და იმიტომ :))))
რა იყო გურეცკი, მოგენატრა შუაღამისას ნამცხვრის ფოტოებზე რომ გთაგავდი და დიეტას გირღვევდი? :)
და ვინ თქვა რომ ფბ ექაუნთი არ მაქვენ? მაქვენ. ოღონდ, როგორც ფეიჯს. :)
კაით რა...
ქართველებს გვყავს ორი მხატვარი - ფიროსმანი და კაკაბაძე და მორჩა.
ქალი მხატვარი, ქალი რეჟისორი და ქალი მწერალი კი სულ არ მწამს მე :)
ქალი-ბლოგერები კი მართლაც არიან.
ფიროსმანი ქართულ მხატვრობაში ჩემთვის შეუდარებელია და ეს ბლოგის გამოფენებზეც მეტ–ნაკლებად აისახება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ქართველი მხატვარი, მათ შორის ქალი, არ დამაინტერესებს და არ მომეწონება :)
კარგია, ქალი ბლოგერები რომ მაინც არსებობენ :)
ნახატი არა, მაგრამ ქეთი შენი მზესუმზირის ამბავი მაინტერესებს ძალიან. როგორ არის?
ჩემი მზესუმზირები (მეორეც ამოვიდა) არიან სუსტები, პატარა ფოთლებით და გრძელი ღეროებით, რომლებზეც ვერ იმაგრებენ თავს :) საღამოს დავდებ ფოტოს.
Post a Comment