Monday, December 10, 2012

მზესუმზირები

ერთადერთი, რითაც მიხვდები, რომ მზესუმზირები არიან, მათი სუსტი ღეროებიდან წამოსული სუნია – ისეთივე, როგორიც ბაღში ამოსულ, ძლიერ მზესუმზირებს აქვთ ხოლმე. ცდილობენ, იცოცხლონ და მეც წყალს ვუსხამ. ფოტო ცოტა ძველია, მას მერე უფრო დაუგრძელდათ ღეროები, ფოთლები კი ასე დარჩათ. მეეჭვება, ყვავილის გაშლა მოახერხონ – შეუფერებელ სეზონზე მომინდა მათი დათესვა. მგონია, მძიმე განწყობა უნდა ჰქონდეთ, როგორიც ახლა – მე.

4 comments:

Toma said...

რა საყვარლები არიან :)
პირდაპირ მზისკენ რომ მიიწევენ :)
ხანდახან შემოაბრუნე ხოლმე ქოთანი რომ გასწორდნენ ცოტა წელში :)

Keti said...

ჰო :) ვაბრუნებ, მაგრამ ძალიან სუსტები არიან და ვერ ახერხებენ :)

სოფი שרה Golden said...

ჯერ პოსტი არც მქონდა ჩაკითხული, რომ ეს ვიფიქრე, რაღაცნაირი განწყობა უნდა ჰქონდეს ქეთის და ამ მზესუმზირებსაც–მეთქი. ჰოდა, მჯერა, მალე შებრუნდებით მზისკენ და გაიღიმებთ.

Keti said...

სოფი :*