"მისნის ღამეს " ვკითხულობ. ამ ზაფხულს შიშით რომ ავუარე გვერდი, იმას. მაშინ კითხვას საერთოდ ვუარყოფდი. ჰოდა, რამდენიმე დღის წინ თაროდან რომ გადმოვიღე, გამიხარდა – რაღაც გადავხარშე-მეთქი, რაკი მას ვირჩევ. არც კი ვიცი, რომელ ამბავს ვკითხულობ მეტი გატაცებით – ძირითადს თუ სქოლიოში ჩატანილს, სიდისას თუ ნიკისას. თავიდან მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ამ ამბებს ავეღელვებინე. მერე კი, ნიკის (თითქმის) თავზე დაცემული ძელი ჩემი განწყობების გამყოფადაც იქცა. მისი ჯურღმულში გამოკეტვიდან ის დაიწყო, რასაც გავურბოდი. მინდა სიდმა გამოსავალი უპოვოს – იქნებ ჩემი გამოსავალიც. ხანდახან მავიწყდება, რომ ეს მხოლოდ წიგნია. ვულოცავ ოსტერს.
ძალიან ცუდი დღეები მაქვს. მინდოდა მოყოლა, მაგრამ კითხვა არ ყოფილა. არც დრო. არც სივრცე. ეს წიგნიც როგორ დაემთხვა.
მაღიზიანებს ბრჭყვიალა საახალწლო პერიოდი.
7 comments:
რაღაც კოსმიური ამბებია, ქეთი. მალე გაივლის. ყველა ასეა ირგვლივ. მალე შაბათ–კვირაა, თან კარგი წიგნი გაქვს ფიქრისთვის. cheer up! :)you are not alone!
თინიტა :* იმედია, ასე იქნება..
arc me mevaseba brhckiava dleebi.
imedia male gadagivlis es periodi.
მე კიდე ზამთარს ვერ ვიტან მარტო ეგ ერთი საშობაო კვირა მიყვარს 25დან 1მდე.
პოზიტიურად იფიქრე. ეს პირველია. ათვლის წერტილი. ბაზისი.
ისე, მე ცუდი განწყობის დროს ლაითი და ნაცნობი წიგნები მიყვარს. ჩაპეკი. ან თუნდაც მილნი. გადასარევია. და ხანდახან კავაბატას მთის გმინვას ვკითხულობ ხოლმე.
@ ტომა, იმედია.
@ ლორდ, შეიძლება ითქვას, მეც მასე ვიყავი. ვცდილობ და არ გამომდის, ძნელია.
რა ვიცი, რატომ დავიწყე. ცოტაღა დამრჩა, თან ძალიან მომეწონა საბოლოო ჯამში. კავაბატა კარგი გამახსენე, გადავხედავ.
იმედია ცუდ პერიოდს მალე აუვლი გვერდს. ოსტერი კარგია. თუ არ გაქვს ჯერ წაკითხული, ნიუ იორკული ტრილოგიაც მიაყოლე მაგას, ოსტერის ნიუ იორკი ჯობია საახალწლო თბილისს :)
ჰო, იმედია. არ მაქვს ეგ წაკითხული და კი დავგეგმე "მისნის ღამის" მერე :)
Post a Comment