Monday, January 14, 2013

მარგა(ლ)(რ)იტები

გაბრიაძის ილუსტრაციებმა მომანდომა მარგარიტების შეკრება. რაც უცებ გამახსენდა:
 
რეზო გაბრიაძე, "შერეკილები". ილუსტრაცია: რეზო გაბრიაძე

ნიკო ფიროსმანი, "აქტრისა მარგარიტა"

დიეგო ველასკესი, "მენინები". ინფანტა მარგარიტა

მიხეილ ბულგაკოვი, "ოსტატი და მარგარიტა", 2004 წ. გამოცემა
ილუსტრაცია: გენადი კალინოვსკი

10 comments:

Sophie שרה Golden said...

რა კარგად შეგიკრებია მარგარ(ლ)იტები. თან ყველა როგორი განსხვავებული მარგარიტაა და თავისებურად ლამაზი, საინტერესო.

"შერეკილებზე" რაღაცნაირად დამთბა. ფილმი არასოდეს მომწონდა, მაგრამ ახლა მომენატრა რაღაცნაირად.

Keti said...

სოფი, წიგნი ბევრად სჯობია ფილმს, ჩემი აზრით (როგორც ხშირად ხდება ხოლმე წიგნებისა და ფილმების შედარებისას).

Tina Nadiradze said...

ღირსეული ქალი ნემსის ყუნწით უნდა მიირთმევდეს ალუბლებს! :)

Keti said...

თინიტა :)

Lord Vader said...

ნწუ. არ ჯობია...
იმიტომ რომ ელდარ შენგელაიასა და გაბრიაძეს შორის ზუსტად იმხელავე სხვაობაა, რაც ქოფოლასა და მარიო ფიუზოს შორის.

მარგარიტა ვალუა აკლია სიას. :)

Keti said...

რა ვიცი, გემოვნების საკითხია. ისე, ბოლო ორი პოსტის კომენტარებმა დამაბნიეს – წაგიკითხავს თუ არა გაბრიაძე :)

ვინც უცებ გამახსენდა–მეთქი :)

Lord Vader said...

უცხო ჩიტი. კარგა ძველი გამოცემა მაქვს პატარა თეთრი წიგნია და ზედ ხუტა ოდიშელიძე ახატია ცხენზე ხმლით ასე რომ ტყუილად გეპარება ჩემში ეჭვი :) ძალიან სახალისო გამოცემა იყო და წიგნიც, მახსოვს, მომეწონა როცა წავიკითხე, მაგრამ ახლა დაფიქრების გარეშე ჩამოვთვლი 20+ წიგნს, რომელიც უფრო მომწონს... აი ამდენი ფილმის ჩამოთვლა კი გამიჭირდება, რომლებიც შერეკილებზე მაგარია. იმჰო რასაკვირველია. :)

ისეკი საინტერესო თემაა როცა ორი ხელოვანი ხვდება ერთმანეთს. დიდი ხანია მინდა დავწერო მაგაზე - როცა რეჟისორი რამე არაშედევრული ლიტერატურული წყაროდან ქმნის ნამდვილ შედევრს (როგორც "ნათლიაა"), როცა ორივე თანაბარია ("დასაქოქი ფორთოხალი" მაგალითად) ან როცა უსინდისოდ აფუჭებს წიგნს (ალმოდოვარის "კანი..." თუნდაც).

Keti said...

კომენტარებმა დამაბნია, თორემ ეჭვი არ შემეპარებოდა :) ქართულ ფილმებში შერეკილები ერთ–ერთი გამორჩეულია, ზოგადად წიგნებსაც მეც ბევრს ჩამოვთვლი, მაგრამ რასაც წერს გაბრიაძე, კარგად წერს – ასე მგონია და რა ვქნა :)

მართლა კარგი თემაა და საინტერესო იქნება, თუ დაწერ.

Toma said...

ბოლო, ოსტატი და მარგარიტა სუპერ :)
ილუსტრაციაც და წიგნიც :)

Keti said...

ჰო :) ძალიან მომეწონა ამ მხატვრის ილუსტრაციები