Tuesday, February 26, 2013

მწვანე ტონიკი

თითქმის ერთი თვეა, არაფერი დამიწერია. არ ვიცი, ასეთი პერიოდი იყო – ზამთრისთვის დამახასიათებელი უმოქმედობის, თუ მხოლოდ ჩემს განწყობას დავაბრალო ეს. ამ ერთ თვეში მოავასწარი რაღაც საშინელი ვირუსის გადატანა (წელს ან ვირუსებია ახალი და ძლიერი, ან იმუნიტეტი დამიქვეითდა. დიდი ხანია, ასე არ გავციებულვარ), რამდენიმე წიგნის წაკითხვა, ახალ ბლოგზე პოსტების დადება, პოლიტიკის კიდევ ერთხელ შეძულება და ერთი ცალი უთითო ხელთათმანის მოქსოვა. ამასობაში კალენდარული გაზაფხულიც მოახლოვდა და მცენარეებზე ზრუნვის სურვილიც გამიმძაფრდა. რამდენიმე თვეა, მცენარეები და, ზოგადად, ბუნება ჩემთვის ერთ–ერთი მთავარი მოტივატორია – ცხოვრების ხალისს მიჩენს. ვეძებ ნერგებს და ბოლქვებს, მერე ველოდები – რამეს რომ დავრგავ – ამოვიდეს, თუ გაიხარა – მეც მიხარია. ახლა მაქვს საგაზაფხულო გეგმები და ამისათვის ზრუნვაც – დაწყებული.

რამდენიმე დღის წინ ეს საიტი აღმოვაჩინე – ლაივ–კამერები აფრიკიდან. არ ვიცი, თქვენთვის რამდენად საინტერესო იქნება, მაგრამ მე ძალიან მომწონს ცქერა და მოსმენა. სიმშვიდეა და კეთილგანწყობა ამ ხმებში და ცხოველების ყოფაში. თითქოს მათთან დროა გაჩერებული. ვრთავ ხოლმე და თუ არ ვუყურებ, ვუსმენ მაინც. ამ დროს მავიწყდება, რომ ფანჯრის იქით უჟანგბადო თბილისია და დაღლილობაც ისე აუტანელი არ არის.

პ.ს. ამ პოსტისთვის სათაურის დარქმევისას სპონტანური იდეა გამიჩნდა: ხანდახან მცენარეებს ვუღებ ხოლმე ფოტოებს, ზოგ მათგანს ფლიკრზე ვდებ, მაგრამ ძირითადი ნაწილი კომპის არქივში რჩება; ჰოდა, მწვანე არეაში გადაინაცვლონ და მწვანე ტონიკებად იქცნენ, რა უჭირს.

7 comments:

Tina Nadiradze said...

ქეთი! რა კარგია სიმწვანე და მცენარეები! მარტო პოზიტივი და ჰარმონია! :) სულ სხვანაირი გაზაფხული გექნება მათთან ერთად! :)

babisa said...

რა საინტერესო ვებგვერდია, არ ვიცოდი, ჩავრთე და ძალიან მომწონს :)

Keti said...

@ თინიტა, იმედია. პოზიტივი ნამდვილად მოაქვთ:)

@ ბაბისა, მიხარია :)

სოფი שרה Golden said...

მე განსაკუთრებით, შენი "ორშაბათის კედელი" მაკლდა. ყოველ ორშაბათს შემოვდიოდი ხოლმე და შენი ნახატები განწყობას მიქმნიდნენ და ფიქრის წყაროს მაძლევდნენ.

ლამაზია მწვანეც და ტონიკიც.

Keti said...

სოფი, მიხარია ამის წაკითხვა. ჯერჯერობით ყოველ ორშაბათს ვერ ვახერხებ, გადატვირთულიც ვარ და თან განწყობაც თითქოს დავკარგე, მაგრამ იმედია, ისევ დავუბრუნდები.

anuna said...

ვაიმე, როგორ გამახარა ამ საიტის ხელახალმა აღმოჩენამ. ადრე ვიპოვე, გვერდი ჩაიხურა და ვერაფრით ვერ აღვიდგინე რა ერქვა, თან იმ პერიოდში ტანზანიაში ვაპირებდი წასვლას საბუთებს ვაგროვებდი და "ვაფრენდი" :))))
.. მადლობაა:*:*:* უფ, უფ

Keti said...

მიხარია, რომ გაპოვნინე :)) :* მაგარია ასეთ შორეულ ქვეყნებში მოგზაურობა!