ეს შემთხვევით ნანახი ნახატები რომ არა, დღევანდელი ორშაბათიც უგამოფენოდ ჩაივლიდა. უცნობი ავტორი, სავარაუდოდ, ყაჯართა დინასტიის დროინდელ (1795–1925) ირანს ეკუთვნის. მომწონს სახეები და ფერები, თანაც ბოლო დღეებში "ვეფხისტყაოსნის" სტროფებს ვკითხულობ და აღმოსავლური განწყობა უფრო გამიმკვეთრდა:
ქალი ჩილიმით
ქალი ჩილიმით (დეტალი)
მოცეკვავე
მოცეკვავე (დეტალი)
ქალი ჩილიმით
ქალი ჩილიმით (დეტალი)
მოცეკვავე
მოცეკვავე (დეტალი)
9 comments:
ძალიან ლამაზია! ფერებია "გამაძღარი", მზით გაჯერებული და ალაგ გახუნებული. სასწაულია. სულ ვაკვირდები ხოლმე აღმოსავლურ ილუსტრაციებზე ასეთ დეტალებს.მოცეკვავე ქალს აქვს კიდევ ძალიან ლამაზი თვალის ფორმა და დინჯი გამოხედვა.
თინიტა, შენ სრულად თქვი ფერებზე ის, რისი თქმაც მინდოდა. მეც მოცეკვავის სახე მომწონს ძალიან :)
არასოდეს მინახავს ეს ნახატები. რა უცნაურია მოცეკვავე ქალის პოზა. ბოლოს მარჯანე სატრაპის "პერსეპოლისი" წავიკითხე და რამდენადაც მომწონს და მიყვარს სპარსული ლიტერატურა, იმდენად საშიშად მეჩვენება მთელი ის სილამაზე.
ძალიან ახალგაზრდა უნდა იყოს ის ქალი ყალმით, თითქმის სულ ბავშვს ჰგავს... თუმცა, სადაც 3 წლის ნესტან–დარეჯანი ტარიელს გონებას აკარგვინებს, პრინციპში აღარაფერი უნდა მაკვირვებდეს.
p.s. ყალამი რა შუაში იყო, ჩილიმი ვიგულისხმე. ეტყობა ყალამზე გავიფიქრე უბრალოდ :)))))
რატომ, სოფი. მე არ მიფიქრია, როგორც საშიშზე.. მართლა ძალიან ახალგაზრდაა ეს ქალი და თან სევდიანიც.
საოცარი ფერებია არა??ამ კულტურასთან სიახლოვის შეგრძნებას ბადეს.
კი, მართლაც...
ნახე აღმოსავლური გამოფენა ეროვნულ მუზეუმში? ულამაზესი ექსპონატები ჰქონდათ <3
მიყვარს ახლო აღმოსავლეთი
არ მინახავს, გვიან გავიგე და გული დამწყდა :( მეც ისე მიყვარს
Post a Comment