მომწონს უბრალო ადამიანების მოსმენა. ისინი ყვებიან ამბებს თავიანთი წარსულიდან, ზოგს – თავმომწონედ, ზოგს – მხოლოდ შთაბეჭდილების გაზიარების მიზნით. მათი შეხედულებები პოლიტიკაზე, კარგ ადამიანობაზე ან უბრალოდ, ყოველდღიურობაზე ყოველთვის საინტერესოა, მიუხედავად იმისა, ვეთანხმები თუ არა. ჩემთან ენაწყლიანობენ, შეიძლება იმიტომ, რომ ყურადღებით მოსმენა მახასიათებს, თავად კი ბევრს არ ვლაპარაკობ. დღეს მაგალითად, ერთი შემოსწრებული ადამიანისგან, რომელიც თურმე დღიური სამუშაოს გამო მთელ საქართველოში დადის და მეზობელ ქვეყანაშიც ყოფილა, მოვისმინე: რამდენიმე დღის წინ კახეთის აზერბაიჯანულ სოფელში როგორ რეაგირებდნენ უეცარ სეტყვაზე; რა ხდება ქუთაისში, ჩინელების ნაყიდ ქარხანაში და როგორ ელიან ჩეჩნეთში გზაზე გამოსული ქალები ავტობუსს – თურმე ისინი იცუცქებიან ჩვენებური ე.წ. ძველი ბიჭებივით. კაცები იგივეს აკეთებენ გზის გადაღმა და არასდროს ქალების გვერდით. კინო თუ ფოტოკადრივით წარმოვიდგინე. კიდევ მოვისმინე ამბები ჩემი მშობლების თაობის ადამიანებზე, მათ შორის – ნაცნობებზე, რამაც ბავშვობისდროინდელი ეპიზოდები გამახსენა.
დედას ფიკუსმა ორ კვირაში ორი ფოთოლი გამოიტანა. არ ვიცი, როგორი სისწრაფით იზრდებიან ფიკუსები ზოგადად,
მაგრამ თუ ამ ფიკუსის წარსულით ვიმსჯელებ, მისთვის დიდი შედეგია. ვაშლის
ნერგი, რომელიც შარშან ერთად დავრგეთ და ჯერ ერთი მეტრიც არ არის
სიმაღლეში, აყვავდა; მინდოდა ატირებული ვაზის გადაღებაც, მაგრამ კამერა
დამიჯდა. ბოლო დროს სულ მცენარეებზე ვწერ, ცალკე ბლოგიც კი გავხსენი
მათზე, მაგრამ სასიცოცხლო ენერგიას მაძლევენ და გვერდს ვერ ვუვლი.
დღეს დედას დაბადების დღეა. დღის მეორე ნახევარი სასაფლაოზე გავატარე. ჩვენი პოლიტი
კური მდგომარეობის გამო თითქმის ორი თვე თავს ცუდად ვგრძნობდი – რასაც ჩავრთავდი, ყველაფრიდან ეს თარიღი მესმოდა და სევდაც მუდმივად დამდევდა. საერთოდ, აპრილმა, თავის მხრივ, სიმძიმე და იმედგაცრუება მომიტანა. შეიძლება ითქვას, ყოველდღიურობით ვცხოვრობ, არანაირი ხედვა და გრძელვადიანი გეგმა არ მაქვს.
9 comments:
კარგი ქრისტიანი ხარ: ა) მოსმენა იცი და თავად ცოტას ლაპარაკობ. ბ) დღევანდელი დღით ცხოვრობ და არ ვაივიშობ იმაზე, თუ რა და როგორ იქნება ხვალ. ამის მისაღწევად ხალხი მუშაობს. :)
რა კარგია ახალი სიცოცხლე, შენს თვალწინ რომ იფურჩქნება. ძალიან კარგ საქმეს აკეთებ.
19 აპრილზე ჩემს მეგობარსაც ანალოგიური ისტორია აქვს, ოღონდ მის შემთხვევაში ეს მამის გარდაცვალების თარიღია. ზუსტად იმავეს ამბობდა, აღარ შემიძლია დღეში მილიონჯერ ამ თარიღის მოსმენაო...
თინიტა, ამ კუთხით არ მიფიქრია საკუთარ თავზე :) ბ პუნქტი უფრო მაწუხებს, რადგან ინტერესი მაქვს დაკარგული.
რა ძნელია ასეთი თარიღების დამთხვევა. ისე კარგად მესმის შენი მეგობრის..
მადლობა :*
ჩემი სევდიანი ქეთი... :)
ეს პოსტი, მგონი, პარასკევსვე წავიკითხე და ვერ მოვასწარი რამის მოწერა.
ქეთი, ნუ ხარ მოწყენილი, ნუ რა, გთხოვ და არავითარ შემთხვევაში არ დაკარგო ინტერესი არაფრის მიმართ. თქმა რომ ადვილია, ვიცი და სხვა სხვის ომშიც ბრძენია და რა ვიცი, ახლა მახსენდება ყველა აფორიზმი, მაგრამ ცხოვრება ძალიან საინტერესოა მართლა. ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს, არასოდეს იცი, წინ რამდენი კარგი რამ გელის და შენ თვითონ რამდენი კარგი რაღაცის გაკეთება შეგიძლია.
საინტერესო კვირა გქონოდეს ძალიან!!!
თბილი და მზიანი სოფი :*
კი, ვცდილობ, ასე იყოს...
დიდი მადლობა, შენც ასევე!
მომწონს ფიკუსი :)
არ ვიცი, როგორ შეიძლება შენი გამხიარულება, თორემ გაგამხიარულებდი :|
ნინა :) :*
დიდი დანაკარგის შემდეგ მოწყენილობა ბუნებრივი მდოგმარეობაა, მაგრამ ასევე ბუნებრივია რომ ეს მოწყენილობა ნელ ნელა ივლის და უბრუნდები პოზიტიურ განწყბას, იმედს :)
მინდა რომ მალე გადალახო ეს მოწყენილობის ეტაპი ქეთი >*
ტომა, იმედია მალე გაივლის :* <3
Post a Comment