Monday, May 20, 2013

ორშაბათის კედელი

დიდი ხანია, ბლოგის ტრადიციული გამოფენა არ გამიმართავს. დღეს ორშაბათის კედელზე ნამდვილ კედელს გამოვფენ: ამას წინათ ბაბილონის შესახებ ვათვალიერებდი მასალებს და ეს დეტალიც შემომხვდა. ისე მოვიხიბლე, რომ კარგა ხანს თვალი ვერ მოვწყვიტე. ისიც კი ვიფიქრე – საშუალება რომ მქონდეს და თავად ვაპროექტებდე რამეს, აუცილებლად გამოვიყენებდი აგურის დამუშავების მსგავს მეთოდს-მეთქი.

დრაკონი ბაბილონის კედლიდან

2 comments:

Sophie שרה Golden said...

ძალიან ლამაზი კედელია. საერთოდ, ბაბილონში ულამაზესი არქიტექტურა იყო. რამდენადაც ვიცი (და იმედია, სწორად ვიცი), ბაბილონი დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე იყო და ძვირფას ძეგლებს კარგად ინახავდნენ. ამერიკის დაბომბვებისა და შემდეგ უკვე ქვეყნის აღების შემდეგ, ბევრი მსგავსი ანტიკური ფასეულობები დაიკარგა თურმე.
გულდასაწყვეტია. განსაკუთრებით ის, რაც უფრო ძველია აღმოსავლური ქვეყანა/ერი/კულტურა, მით უარეს დღეში აქვთ ეკონომიკა და შესაბამისად, დასავლეთის ხელში ვარდებიან, სადაც ყველაფერი ფულით იზომება :|

Keti said...

კი, სოფი, ერაყშია. პოსტში აღარ დავწერე და ამერიკელმა ჯარისკაცებმა ძალიან დააზიანეს ეს ძეგლი ზოგადად და არც ულამაზესი დრაკონები დაუნდიათ – აგურები ამოაცალეს.
ძალიან მწყდება გული, როცა პოლიტიკას და უმეცრებას ეწირება ასეთი საოცარი ძეგლები.