ბოლო
დროს, ფესტივალის მოახლოების გამო წიგნების ყიდვას თავს ვარიდებდი, მაგრამ
ისე მოხდა, რომ მაღაზიებში შერჩეული წიგნები ფესტივალზე აღარ ვიყიდე. წელს
ისეთი რაციონალური ვიყავი, როგორც არასდროს. ბოლო წლის მანძილზე არაერთი
კარგი თარგმანი გამოიცა, ყველასკენ გამირბის თვალი, მაგრამ ვიყიდე ის,
რომელმაც გადახედვისას მიმიზიდა და ნამდვილად წავიკითხავ. ყველაზე მეტი
ნობელიანტების წიგნებთან ვიტრიალე. სამუელ ბეკეტის "გოდოს მოლოდინში"
სცენაზე მაქვს ნანახი და დღეს მისი აღმოჩენა გამიხარდა. ნობელიანტების
სერიიდან ქენძაბურო ოეს მოთხრობების კრებულიც ავარჩიე. კიდევ მაქვს "ბაღის
მცენარეები", რომელიც თავდაპირველ ფასთან შედარებით მართლაც საკვირველი
ფასდაკლებით იყიდებოდა; ასევე: კოველერტის "წასვლა" და ჰერტმანსისა და კომრეის პოეტური კრებულები. ეს უკანასკნელები ადრე წამიკითხავს და კარგად
მახსენდება. ჩემი ახალი წიგნების შესახებ, რა თქმა უნდა, "გზაში წაკითხულ
წიგნებში" დავწერ და მოვყვები. ერთი შეხედვით მწირი შენაძენი მაქვს, მაგრამ გული არ მწყდება. დღეს რამდენიმე კარგი ადამიანის ნახვამაც გამახარა, საჩუქარიც
მივიღე და, საბოლოო ჯამში, წლევანდელი ფესტივალიდან კმაყოფილი წამოვედი.
Saturday, May 25, 2013
Subscribe to:
Post Comments (Atom)
11 comments:
ჩემზე მწირი მაინც არ გექნება :)
არაფერი იყიდე? სულ ელექტრონულ წიგნებზე გადახვედი, მგონი :)
რამდენი წიგნია და რა ლამაზად გამოიყურება ყველა :))))
მენატრება თბილისის წიგნის ფესტივალი, 2009 წელს ვიყავი ბოლოს :/
ლაიპციგის ცნობილ ბაზრობაზე უზარმაზარი წიგნების "ფესტივალი" იმართება და მილიონი გამომცემლობა ჩამოდის ხოლმე, მაგრამ საერთოდ არ არის ის სიტუაცია, რაც თბილისში. ისე მიყვარდა წიგნების ქექვა და ჩამოფასებული რამეების ყიდვა.
ერთხელ ემილი დიკინსონის ლექსები, ბორის ვიანის "წითელი ბალახი" და კიდევ ერთი სხვა წიგნი ვიყიდე სულ რაღაც 5 ლარად. აი ეს იყო შენაძენი.
კარგი იქნებოდა, აქ რომ იყო, სოფი :)
წელსაც იყო მსგავსი ჩამოფასებები და მეც ვიყიდე 1 და 2 ლარად კარგი წიგნები, მაგალითად, ლექსების კრებულები. შემხვდა გამოცემები, რომლებიც მაღაზიებში დადებულ ფასად ან თითო ლარის ფასდაკლებით ვნახე, მაგრამ რაღაცები ნამდვილად იაფი იყო.
kai cignebiki shegirCevia!!!
sxvatashoris am bolo dros gadavckvite mxolod nobeliantebis cignebi an dzlian cnobilia damianebis cignebi vikitxo, dziritadad klasika. imdenad cota dro makvs rom ragacnairad prioritetebi unda gavaketo
chven saavadmkofoebshi bibliotekebi daxures da rac cignebi kondat kididnen dzalianiafad daaxlobit ert larad. xoda shevedi da rac shveduri klasika kondat darchenili kvela camovide :D
damavickda damecera
saskolo cignebs rac shexeba chemi azrit ufaso unda ikos bavshvebisatvis. ai saxemcifo, gamomcemloba da avtorebi rogor moagvareben am sakitxs ise rom arcerti dazaraldes ukve sxva sakmea.
ჰო, მეც უფრო მეტ ყურადღებას ცნობილ მწერლებს ვაქცევ, მაგრამ ჩემთვის უცნობებსაც ყოველთვის ვათვალიერებ. რამდენიმე გვერდის გადაკითხვის მერე ვყიდულობ ხოლმე, თუ მომეწონა.
რა კარგია, როცა ასე უცებ, იაფად გამოჩნდება ხოლმე კარგი წიგნები :) ოღონდ, ბიბლიოთეკა რატომ დახურეს
mitom daxures rom adgili schirdebodat sekretarebiatvis tan ver inaxavda saxemcifo personals.
samedicino da fakliteratura siev iqneba, mxolod mxatvruli literatura moaciles. rac vfiqrob dzlaiand didi shecdomaa imitom rom zogi saavadmyofoshi tveebs atarebs da ertobodnen lme cignebit!
ჰო, მეც ეს ვიფიქრე, პაციენტებისთვის კარგი იქნებოდა ბიბლიოთეკა ყოფილიყო.
სახელმძღვანელოებს რაც შეეხება, აქ ჯერჯერობით ისე გააკეთეს, რომ დაზარალდნენ გამომცემლობები, ავტორები და საერთოდ, საგამომცემლო ბიზნესი.
როგორ მაინტერესებს ახალი თარგმანების ხარისხი. :)
მე თვალში მხვდება ხოლმე გაუმართაობები, მაგრამ რაკი ორიგინალს არ ვადარებ, სხვა მხრივ ვერაფერს ვამბობ:)
Post a Comment