ხეები მოდური გახდა.
შეიძლება ითქვას, დღეს ქართველები ხეებისკენ თურქებმა მიახედეს. ახლა ბევრი წერს, რომ თბილისის რომელიმე უბანში ხეები უნდა დარგონ, ან სადღაც ხეს ემუქრებიან მოჭრით და ნებას არ მისცემენ, ან სკვერი ყოფილა ჩაკეტილი.
თუნდაც ერთი წლის წინ რომ გეთქვა, ამ ხეს ნუ მოჭრითო, გეტყოდნენ, რომ მოცლილი იყავი. თბილისის არაერთი სკვერის და ბაღის მწვანე საფარი შეიწირა ახალმა შენობებმა. აქა-იქ, ვირტუალურად გამოთქმული პროტესტი უშედეგო იყო.
ძალიან მიხარია ხეების გამო. მე ისევ მგონია, რომ ისინი სულიერები არიან, ჰოდა, ერთი ასეთი სულიერის შესახებ გიამბობთ:
რამდენიმე წლის წინ ერთ ქუჩაზე აკაციები იდგნენ; იმდენად მაღლები, რომ მათი კენწეროები მესამე სართულს სწვდებოდა. დაახლოებით წელიწადის ამ დროს ყვავილობდნენ, ქუჩას კი მთელი წლის მანძილზე სიმყუდროვეს მატებდნენ:
მერე:
ჯერ გადაბელეს
მოგვიანებით კი, სულ მოაშთეს.
და მაინც,
ნახეთ, როგორ უნდა სიცოცხლე:

6 comments:
ჰეჰ, თურქები :/
ჩემს ბავშვობაში და მოზარდობაში მთელი ქართული ხე–ტყე თურქეთში გაზიდეს და იქიდან უხარისხო ლამინატით დაგვიბრუნდნენ.
2000 წელს საირმეში ვისვენებდი და მოწმე ვიყავი, ყოველ დილა–საღამოს როგორ ჭრიდნენ იმ უძვირფასეს ტყეს და უზარმაზარი მანქანებით თურქეთისკენ მიაშურებდნენ. წარმოიდგინე, საირმე, სადაც მინერალური წყალი ონკანშიც კი მოდის, ტყეს რომ გაჩეხ, რაღა დარჩება მერე? :(((
სინამდვილეში თურქების რა ბრალია, მაგრამ მეზობლები ხომ არავის უყვარს ;) სხვებს რუსები არ მოსწონთ, მე – თურქები.
თურქებისგან თუ ტყეების გაფრთხილებასაც ვისწავლით, რა ჯობია. არ მგონია, ისინი ასე უდიერად მოპყრობოდნენ თურქეთში საირმეს მსგავს ადგილებს. ჩვენ თუ თანახმა ვართ, გავჩეხოთ ჩვენი ტყე, ისინი იყიდიან, აბა რა... :/
როგორ მიყვარს ხეები! სადაც ხეები არაა, ცუდად ვარ. ზოგ უბანში ხოა - მარტო კორპუსები, კორპუსები და აქაიქ ხეები. ძალიან ცუდად მხდის ასეთი სურათი.
ჩვენ ხალხს არც ხე უნდა და არც მიწა...თურქები მართლა შრომისმოყვარე ხალხია. ერთხელ ქვაფენილზე დაიღვარა რაღაც რძისფერი სასმელი. უნდა გენახათ, რამდენი კაცი მიესია ერთდროულად. ხომ მოწმინდეს და მერე სუფთა წყლით გადარეცხეს და გაამშრალეს. ჩვენთან იქნებოდა ისე თეთრად, გაშრებოდა, მერე წვიმა გადარეცხავდა. მანამდე ერთი-ორი მოქალაქე კისერსაც წაიმტვრევდა.
რა კარგი ფოტოები გადაგიღია!
მეც ცუდად მხდის ასეთი სურათი და ზუსტად ვიცი, ვერ ვიცხოვრებ გაუმწვანებელ ადგილზე.
ისე მინდა ჩვენთანაც გრძნობდნენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ასეთ ვითომ წვრილმანებსაც აქცევდნენ ყურადღებას. რამდენჯერ მინახავს პატარა მაღაზიების თუ სალონების წინ დაქცეული ყავის ნალექი, იქვე რეცხავენ ჭიქებს.
მადლობა, თინიტა!
სინამდვილეში ჩინეთში გაზიდეს. :)
თუმცა მართლაც რა მნიშვნელობა აქვს.
თურქეთშიც ბევრი რამე გაზიდეს და იქედანაც ბევრი რამ შემოზიდეს. :)
მართალია, ცალმხრივად არაფერს ვეზიდებით, მაგრამ მთავარია ყველაფერი კარგი არ გავზიდოთ :)
Post a Comment