დღეს ორშაბათია და ტრადიციულად – გამოფენის დღე. მახსოვდა, რომ გამოფენების მოწყობა შემოდგომით დავიწყე; გადავამოწმე და აღმოჩნდა – წელიწადი უკვე გავიდა. საინტერესოა, ვის და რამდენად ხშირად ვფენდი. ხუთეული ასეთია: გუსტავ კლიმტი (9), ეგონ შილე (6), სალვადორ დალი (6), მარკ შაგალი (6), მაკა ბატიაშვილი (6). ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ეს მხატვრები მომწონს, მაგრამ ფაქტია, ბლოგის გამოფენაზე ისინი ლიდერობენ.
დღეს ისევ შაგალის გამოფენას ვაპირებ (ხუთეულშიც ამიტომ მოხვდა). ამჯერად მის კედლის მხატვრობას წარმოგიდგენთ.
1963 წელს, საფრანგეთის კულტურის მინისტრის მიწვევით,
მარკ შაგალმა პარიზის ოპერის თეატრის ჭერის მოხატვა დაიწყო. ამ გადაწყვეტილებას საფრანგეთში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. 77 წლის შაგალს 220 კვ. მეტრის ფართის მოსახატად ერთი წელი დასჭირდა. წარდგინება 1964 წელს გაიმართა: ჭაღი, რომელიც ჭერის შუაგულს ამშვენებს, ჩამქრალი იყო. ორკესტრმა შაგალის საყვარელი კომპოზიტორის – მოცარტის „იუპიტერის სიმფონია“ (Symphony No. 41 in C major) შეასრულა, დამამთავრებელ აკორდზე კი ჭაღიც გაბდღვრიალდა. შედეგმა ყველა უკმაყოფილო კრიტიკოსი გააჩუმა...
ფოტო: G. Dorado
30 ნოემბერი –
6 დეკემბერი.
Showing posts with label პარიზი. Show all posts
Showing posts with label პარიზი. Show all posts
Monday, November 30, 2009
Subscribe to:
Posts (Atom)