Showing posts with label Hotel Costes. Show all posts
Showing posts with label Hotel Costes. Show all posts

Monday, March 8, 2010

ისე, დღევანდელზე...

"ო, როგორ მინდა გავექცე ყველას,
ვისაც შეუძლია,
ძველი სიტყვები მითხრას ისევ.
აქ ცხოვრებას არავინ არ იწყებს თავიდან?"
ბ. ხარანაული
ისეთი დღეა – სიახლის მძაფრი სურვილით, იდეებით. ერთ იდეაზე დედასთან ერთად ვფიქრობ. გახალისდა. მიხარია, რომ ცოტა მაინც გახალისდა, შემიძლია დავეხმარო იმის განხორციელებაში, რაც მოსწონს. ვნახოთ. დილიდან "ოტელ კოსტესს" ვუსმენ, გაბრუებული ვარ, ნონსტოპი მაქვს ყურებში /"მე დაკიდებულ ბაღში ვირწევი"/ და თავში... ახალი! ბევრი! რამე! ოღონდაც :( ძალიან მინდა ისე ვცხოვრობდე, ისეთ გარემოში, როგორც წარმომიდგენია. სასტიკად მინდა. ჯერჯერობით მხოლოდ მუსიკა მაქვს ყურში და წარმოსახვები. ყველაფერი შესაძლებელია, მხოლოდ ხალისია მუდმივ რეჟიმში ჩასართველი. ასეთ შემთხვევაში ძალასაც ადვილად ვპოულობ ხოლმე.

პ. ს. კარგი იქნებოდა, ახალი წელი გაზაფხულობით დგებოდეს. მეტად შეეფერება.

Friday, February 5, 2010

იახტები


ეს ვიდეო (პირობითად) ერთადერთი მიზეზით გავაკეთე: იუთუბზე ამ კომპოზიციაზე ნორმალური ვიდეო ვერ ვნახე. თუმცა, ვიდეო არც არსებობს, იქაც ფოტოებზე დადებული მუსიკაა, მაგრამ ჩემი აზრით, მელოდიას (და არც ჩემ ბლოგს :) )
არ უხდება. „იახტები“ იმ კომპოზიციებს შორისაა, რომლებიც წლების მანძილზე ვერ მოვიბეზრე..