Thursday, September 11, 2008

წვიმა, თოლიები და აიზეკი

უ ნ

ჩემი საყვარელი საქმიანობა სანაპიროს გზით მგზავრობისას – თოლიების თვალიერებაა :)
განსაკუთრებით, როცა ტაქსი საცობში ხვდება. მშვენიერი თავშესაქცევია.
ჰო, კიდევ ყვავების – თოლიებთან ერთად მეგობრულად რომ იყოფენ ჯებირის მთელ პერიმეტრს.
ჰოდა, რას ვამბობდი..
კითხვა, რომელიც ამ საღამოს გამიჩნდა:
სად მიდიან თოლიები, როცა წვიმს?! (ყვავები არ მაინტერესებს :) )
არცერთი არ იყო,
არც ერ თი..

დ ო ს
რატომ მინდება კრის აიზეკის მოსმენა წვიმიან დღეებში?!
რატომ,
რატომ,
რატომ...
საკმარისია, ჩამოიქუფროს და წვიმა წამოვიდეს... მე ვრთავ აიზეკს!
ასეა.

საოცარი ტემბრი აქვს! უჰუუ!..
ტაკს, ვაგროვებ მამაკაცთა ხმებს :) აიზეკის ხმა ერთ–ერთი ფავორიტთაგანია. მიყვარს მისი მუსიკა. მგონი ყველა ალბომი მაქვს. ოღონდ... წვიმის და სუსხიანი ამინდის გარეშე არ გამოგვდის ურთიერთობა :)
ჰო, კოლექციის სხვა ხმებზე მოგვიანებით, უნალექო განწყობისას..

Baby Did a Bad Bad Thing
San Francisco Days
Don't make me dream about you

4 comments:

m i r a m a x said...

შენი გადაღებული სურათები მომეწონა :)


და ეს Word Verification-ი მოხენი, თორემ დაგეტანჯება მკითხველები ;)

Keti said...

გმადლობ :)


მოვხსნი, ჯანდაბას სპამი :)

nati kuda said...

სადმე გადახურულში აფარებენ თავს ეტყობა, ან უხვფოთლიან ხეებში, ვინ იცის : )

Keti said...

ჰო, ნათი, უფრო სადმე გადახურულში...