Monday, September 29, 2008

ერთი კვირა, კედელზე

კედლიდან ჩამოხსნილი ტილოები დავიწყებას რომ არ მიეცეს (მითუმეტეს, ხშირად ისინი განწყობასთან ასოცირდებიან) და ისედაც, მგონი აჯობებს ყოველ ახალ მხატვარსა და ნამუშევარზე, რომელსაც გამოვფენ, ჩანაწერებიც გავაკეთო.
პოსტების რაოდენობა უსასრულოდ რომ არ გაიზარდოს, ერთად ჩამოვწერ ხოლმე – თუ ვინ იყო კვირის მანძილზე გამოფენილი.

ამ კვირამდე:
პირველი, რაც გამოვფინე, გუსტავ კლიმტის "კოცნა" იყო. უფრო ზუსტად, ამ ტილოს დეტალი. კლიმტის მხატვრობის მიმართ ჩემს სიყვარულს აქ კიდევ არაერთხელ გამოვხატავ :)

შემდეგი იყო ჩემთვის უცნობი მხატვრის ტილო. უბრალოდ, განწყობის გამო. პირობითად "მთვარის მოტაცება" დავარქვი.

და ბოლოს, ეგონ შილეს "საყვარლები".

ეს კი, ამ კვირის კედელი:
რობ გონსალვესს არაერთხელ მივუბრუნდები ალბათ, მანამდე მის ხომალდებს აქ დავტოვებ
და
კოლუმბიელ მხატვარსა და სკულპტორს – ფერნანდო ბოტეროს წარმოგიდგენთ.
არვიცი, ამ უჟმურ საღამოს რატომ გავიხსენე და რატომ მომინდა მისი ზომიერად ფერხორციანი ხედვის გამოფენა :)

შეყვარებული ვარ ამ ტილოზე და ამ მხატვარზე:
რენე მაგრიტი. საყვარლები.

29 სექტემბერი –
5 ოქტომბერი.

2 comments:

nati kuda said...

იდეა მომწონს და ველოდები პოსტებს : )
'

Keti said...

ნათი, მიხარია, რომ იდეა მოგწონს :)
ვნახოთ რა გამოვა, სურვილი კი დიდი მაქვს, რომ ეს გამოფენა ვაკეთო :)