ჩემი ამ კვირის გამოფენა, როგორც დავწერე, ერთი მოთხრობის შესახებ საუბრით გაჩენილი განწყობის შედეგია. ახლა მომინდა, ამ საუბარზე უფრო ვრცლად მომეთხრო:
ორიოდე დღის წინ კურტ ვონეგუტის "ხანგრძლივი გასეირნება მარადისობისკენ" პირველად წავიკითხე. ამ მოთხრობის თარგმანი ქართულად არ არ არსებობს, მე კი სწორედ "უცხელესი" ვარიანტის წაკითხვამ მომიწია (მასთან ერთად ინგლისურ და რუსულ ენაზეც გავეცანი). ეს პატარა მოთხრობა ერთი, დიდი ხნის უნახავი წყვილის უცაბედ შეხვედრაზე მოგვითხრობს. ვონეგუტის წერის მანერისა და ამ კონკრეტული ამბის გამო, ერთი შეხედვით მსუბუქი და კმაყოფილების მომგვრელი მოთხრობაა... კითხვის დამთავრებისას ჩნდება განცდა, რომ მშვენივრად დასრულდა – გოგო და ბიჭი ერთმანეთს ჩაეხუტნენ და გზა განაგრძეს, ანუ ამერიკული ჰეპი ენდი.. მათზე მეტის გაგება არც მოგინდება – კმაყოფილი დახურავ წიგნს (ანუ ჩაკეცავ ვირტუალურ ფურცელს). შემდეგ შეიძლება სკამის საზურგეს მიეყრდნო და გონებაში რამდენიმე, თვალში საეჭვოდ და უხეშად მოხვედრილი ფრაზაც ამოგიტივტივდეს... და აი, აქ არის საჭირო, იყო გამჭრიახი – არ დაიზარო და ზედაპირზე ამოტივტივებული ეჭვები ისევ ფსკერისკენ არ მიმართო.
კარგი მკითხველი (როგორც მსმენელი) ცოტაა–თქო, ადრე ვწერდი და ახლაც დავრწმუნდი.
სანამ დარწმუნების ფაქტზე გიამბობთ, ვიტყვი – მოთხრობის თარგმანიცა და მისი განხილვაც (როგორც თვალსაჩინოება, თუ როგორ უნდა ისიამოვნო ჩაძიებებითა და აღმოჩენებით) ემხვარ კახაძეს ეკუთვნის. ახლა კი მინაწერის წაკითხვის შედეგზე დავწერ, ანუ ჩემ ემოციაზე. ის, წამით გამკრთალი ეჭვები და მათ გარდა სხვაც ისე ნაფიქრი და მკვეთრი განათების ქვეშ გულმოდგინედ დათვალიერებული დამხვდა, გავოცდი. რა ვუწოდო? ჯაჭვური რეაქცია? ყოველ დასკვნას – მომდევნოს ჭდე? და სულაც არ მინდოდა, რომ ეს ჯაჭვი შეკრულიყო. იქნებ არც შეკრულა? აკი, მინაწერის ფინალიც ამას გვეუბნება..
მოკლედ, ამ ტექსტზე საუბარს, რაკი ჯერ ვერ წარმოგიდგენთ, ახლა შევწყვეტ. ცოტა ხანში, ალბათ თარგმანიცა და მინაწერიც გამოქვეყნდება და მათ მისამართს აუცილებლად მივუთითებ. ახლა მხოლოდ ჩემს ემოციებს მოვუყარე თავი და ეს წუთია, სპონტანურად გაჩენილი იდეის გამო დაწყებული ძებნაც წარმატებით დავასრულე:
თუ რატომ "ქარწაღებულნი" (კერძოდ ეს საფინალო სცენა), მინაწერის გაცნობისას ნახავთ.
მგონი, ამ კვირის საგამოფენო კედლისთვის გაკეთებული არჩევანიც ავხსენი..
Thursday, September 10, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
5 comments:
links velodebi :)
ალბათ მალე იქნება და აქაც – მაშინვე :)
მმმ დამაინტერესა , ლინკს ველი-თ :))
მოთხრობა კი წავიკითხე, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ემხვარ კახაძის მინაწერი უფრო საინტერესო იქნება. :)
* ბაბისა :)
* ჯორჯ, მგონია, რომ შენი ეჭვი უნდა გამართლდეს.. ყოველ შემთხვევაში, მე ასე დამემართა :)
Post a Comment