Monday, December 21, 2009

უნიკალური კრებულები


ეროვნული ბიბლიოთეკის უნიკალური გამოცემები – პოეზიის და პროზის კრებულები, რომლებშიც 150–ზე მეტი თანამედროვე ქართველი ავტორის ნაწარმოებები შევიდა. კრებულებს საფუძვლად გიორგი კილაძის ორი პროექტი – "ჩემი ხუთეული" და "ჩემი მოთხრობა" დაედო. მათი განხორციელება ფორუმ "ებლიტფოზე" დაიწყო. წიგნები ბიბლიოთეკის ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილებაში თითო ეგზემპლარად აიკინძა და რარიტეტის განყოფილებაში შეინახება.

ძალიან მახარებს ეს გამოცემები. უნიკალური არა მხოლოდ ეს წიგნებია მათი ერთი ეგზემპლარობის გამო, ასეთი პროექტები არც განხორციელებულა. ავტორებმა თვითონ აირჩიეს პროექტში მონაწილეობის პერიოდისთვის მათი აზრით მნიშვნელოვანი ნაწარმოებები. მიხარია ისიც, რომ ორივე მათგანში შევიდა ჩემი ლექსები და მოთხრობა. კიდევ სასიამოვნოა, როცა ასეთი საქმის შიდა სამზარეულოში შეხედვის საშუალება გაქვს. ამ დროს მოლოდინიც განსაკუთრებული ხდება. და მაინც, ამ საღამოს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო ლიბ.გეზე ინფორმაციის ნახვა.

პოეზიის კრებულში ლექსებს მათი ავტორების ავტოგრაფებიც ახლავს, ასევე იქნება პროზის კრებულში.
მგონია, ეს ის წიგნებია, რომლებშიც ქართული ლიტერატურის საკმაოდ საინტერესო პერიოდი დაფიქსირდა, მისი სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებით. მე მაგალითად, მაინტერესებს რას ვიფიქრებ წლების მერე ჩემს არჩევანზე და საერთოდ, საიდან "გამოვხედავ" 2008 და 2009 წლებს, როგორც ავტორი :)

ოთხშაბათს, 23 დეკემბერს, 18 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში ამ წიგნების პრეზენტაცია ჩატარდება.
> ვრცლად

9 comments:

babisa said...

რა საინტერესო კრებულებია
მიყვარს მე კრებულები, ბევრ ავტორს ერთად ეცნობი და მრავალფეროვნებაა შიგნით :))

Unknown said...

ვა გამოვიდა უკვე ეს წიგნები? :)

Keti said...

* ბაბისა, ზუსტად ასეთი კრებულებია :)

* თამთა, კი :)
ხვალ, საღამოს 6 საათზე პრეზენტაციაა. ამის შესახებ ბმულს პოსტს დავამატებ...

Lalena said...

wow! საინტერესოა, ისიც წლების შემდეგ საზოგადოება როგორ შეაფასებს და ისიც თავად ავტორები რას იტყვიან თავიანთ ნაწარმოებებზე :)

წარმატებები :*

Keti said...

ლალენა, მადლობა :*
მეც ზუსტად ეს მაინტერესებს :)

Toma said...

ახალი წიგნების გამოცემა ძალიან სასიხარულო და მისასალმებელი დანმდვიალდ.

ქეთი, შენ თუ ხარ გარკვეული ეროვნულის ”საქმეებში”, თუ იცი ახალი წიგნების გამოწერას ახდენენ საზღუარგარეთიდან? როგორც მხატვრული ისე მეცნიერული ლიტერატურის.

Keti said...

ტომუშკა, რას გულისხმობ? ფონდების დაკომპლექტებას თუ მკითხველის მოთხოვნით მისთვის რომელიმე წიგნის უცხოეთის ბიბლიოთეკებიდან გამოწერას?

nuca said...

zalian saintereso blogia .

Keti said...

დიდი მადლობა, ნუცა :)