Monday, February 28, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ერნსტ კირხნერს მივუბრუნდი. არჩევანი – გოგონა კატა ფრანცისთან ერთად (1910).

გოგონა და კატა კირხნერის პირველ გამოფენაზეც მოხვდნენ, მაგრამ რაკი გული ამ ნახატებისკენ მიმიწევს, იყოს ეს თემა. მის სხვა ნამუშევრებს სხვა დროს გამოვფენ.
აქვე: ჩემთვის საინტერესოა დაკვირვება, 2008 წლიდან – რაც ბლოგის გამოფენებს ვმართავ, ვის უფრო ხშირად ვფენ და თუ ა(ღა)რ, რა მიზეზით. პირველი წლის ბოლოს ყველაზე მეტჯერ გამოფენილი მხატვრების ხუთეული გავაკეთე. თუ არ დავიზარე, მომდევნო წლებსაც გადავხედავ. თუმცა მხოლოდ რაოდენობა არაფერს წყვეტს. აი, მაგალითად, დიეგო ველასკესი – არაჩვეულებრივია, მაგრამ მასზე ხშირად ვერ ვწერ; გარდა ამისა, ამ გამოფენებისთვის ახალი მხატვრების შემომატებაც მიყვარს.

28 თებერვალი – 6 მარტი.

6 comments:

Clown said...

უი, არ ვიცი მე ეს ნახატი?! :შ

ლამაზია ძალიან ^__^

Tamara said...

ra magari ferebiaa!

tarigs rom davxede, 6 martamde ucem mivxvdi rom gazafxuli amrtla movida. kalendaruli torem ...

Kate said...

ეს თავნება გოგონა კატასტან ერთად. :დდდდ

Anonymous said...

მგონი ცოტა სევდიანიცაა.

Nina Gorecki said...

მე არ მიყვარს კატები :( კი არ ვიცი რატომ

Keti said...

* გიო ^__^

* თამარა, მეც პოსტის ქვეშ რომ ვწერდი თარიღს, იგივე განცდა მქონდა :)

* ქეთ :))

* როდე, ჩემი აზრითაც..

* ნინა, არც მე ვგიჟდები, მაგრამ ძალიან საინტერესო ბუნების ცხოველია