Monday, November 29, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დღეს გერმანელ ექსპრესიონისტს, ერნსტ კირხნერს გამოვფენ.
კირხნერი 1880 წელს, ბავარიაში დაიბადა. სწავლობდა არქიტექტურას. 1905 წელს მეგობრებთან – კარლ შმიდტ-როტლაფთან და ერიკ ჰეკერთან ერთად მხატვართა ჯგუფი "ხიდი" ("Die Brucke") დააარსა. მათ სურდათ, თავი აერიდებინათ შემოქმედებითი ტრადიციებისათვის, ახალი გამომსახველობითი გზები ეპოვათ, რაც ერთგვარი ხიდი იქნებოდა ძველსა და ახალს შორის. ისინი ხატავდნენ სწრაფი "მონასმებით", ცდილობდნენ, სპონტანურად "დაეჭირათ" სული სახატავი ობიექტისა, რომელსაც მაქსიმალურად ბუნებრივ პოზაში აფიქსირებდნენ.
1920-იანი წლებში კირხნერის პოპულარობა მისი წარმატებული გამოფენების პარალელურად იზრდებოდა; 1931 წელს იგი პრუსიის ხელოვნების აკადემიის წევრი გახდა. თუმცა, მოგვიანებით მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა: 1937 წელს ნაცისტებმა კირხნერის შემოქმედებას "დეგენერატული" უწოდეს და დაახლოებით 600 ნამუშევარი გაანადგურეს.

რაც შეეხება გამოსაფენ ნახატს: გოგონა მარცელა კირხნერმა ორჯერ დახატა. ამ კვირაში ორივეს წარმოგიდგენთ.
პირველი: ჩაფიქრებული მარცელა მწვანე კაბაში, კატასთან ერთად.
და მეორე: შიშველი მარცელა, ბაფთით

29 ნოემბერი –
5 დეკემბერი.

8 comments:

Nina Gorecki said...

wow სახე არ ჩანს და გამომეტყველება არის. მაგარია
ერთი გოგოს სახელი არ მომეწონა :დ

Keti said...

ჰო, ყველა ნახატზე ასეა
სახელი – მეც ნაკლებად :)

Anonymous said...

საკმაოდ სახასიათოა.
როგორც ჩანს გერმანელი დადაისტებივით იყვნენ... 600 ტილო როგორ დაუწვეს! საშინელებაა :(

Clown said...

^_^ ლამაზია ძალიან, თან ერნსტ კირხნერის შემოქმედებას საერთოდ არ ვიცნობ :შ

Keti said...

* ანდან, გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ დაწვეს, მაგრამ მუზეუმებიდან გამოიტანეს, დააზიანეს და ა.შ.
ჰო, საშინელებაა :(

* გიო, ეგ არაფერი. თუ დაინტერესდები, ინტერნეტში მისი საკმაოდ ბევრი ნამუშევრის მოძებნა შეიძლება (ზოგი მხატვრისგან განსხვავებით). კი, ლამაზია :)

Sophie שרה Golden said...

მე მომწონს სახელი, რაღაცნაირი ცელქი და მოუსვენარი გოგო უნდა იყოს, რომელსაც ყველაფერი მობეზრდა, ახლა ზის და ფიქრობს, კიდევ როგორ იცუღლუტოს (ვაიმე, ეს რა სიტყვაა, ცხოვრებაში არ მითქვამს, მგონი) =))

Keti said...

სოფი, რა კარგად თქვი – შენებურად, პოზიტივისკენ წახვედი :*
სიტყვებმა ზუსტ დროს იციან ხოლმე თავის შეხსენება :)

toma said...

didi Tvalebi aqvs am gogos.
tyvila ar daxatavda mxatvari gogonas didi tvalebit :)