Monday, November 15, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ამ საღამოს მოდილიანს გამოვფენ. ვერ ვიტყვი, რომ მიყვარს ეს მხატვარი, ბლოგზეც პირველად ხვდება, მაგრამ კვიპაროსებიანი პეიზაჟი, თბილი ტონებით, ჩემს განწყობას მოუხდა.

15-21 ნოემბერი.

7 comments:

Nina Gorecki said...

ანუ შენი განწყობა გადახრილია და მოყვითალო? :)))

Keti said...

გადახრილი არ ვიცი, მაგრამ ეს ყვითელი მომწონს :))

Sophie Golden said...

ჩემი განწყობაც ყვითელია ამ დღეებში.

ეს ნახატი რაღაცნაირად გამოხატავს მოდილიანს, არა? სიმაღლისკენ რომ ისწრაფის და თან ყანჩებსაც ჰგვანან ეს ხეები. რამდენი ხანია შენი კედლის გამოფენის სურათები ასე არ მომწონებია. მიყვარს მოდილიანი ყველაზე მეტად და თუნდაც იმიტომ, რომ ჰოლივუდური პოპ ფილმი მაქვს ნანახი :/ :დ

Keti said...

სოფი, მეც ვიფიქრე – თავისი სტილის ერთგულია აქაც. ძალიან ეტყობა, რომ ეს მოდილიანია. მისი ფერები ყოველთვის მომწონდა, ფორმები – ნაკლებად, მაგრამ ამ ნახატზე – ორივე :) ეს ფილმი მეც მახსოვს :)

Nina Gorecki said...

ეხა უცებ მივხვდი, ცხოვრებაში ყვითელი როგორ მაკლია :)
არც გარდერობში მაქვს რამე, არც ოთახში, ცოტა მზე კი მართლა არ აწყენდა ჩემს სკანდინავიურ ოთახს :დ

ასე იბადება ხოლმე შოპინგ იდეები :))

Clown said...

როგორ მიყვარს მისი სიმაღლეები ^_^

Keti said...

* ნინა, მშვენიერი შოპინგ იდეაა :)
არც მე მაქვს გარდერობში რაიმე ყვითელი, მგონი არც არასდროს მქონია და იქნებ მეფიქრა... :)

* გიო :)