Sunday, December 5, 2010

პასიურობაზე

ბოლო დროს ბლოგზე თითქმის არ ვწერ. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი – სამსახურიდან დაბრუნებულს არაფრის ხალისი რომ აღარ მაქვს, თუ გაზიარების უსურვილობა? ფაქტია, რაც დრო გადის, მეტად ვიკეტები და ნავსის გატეხვა მიჭირს. ცოტა ხნის წინ თითქოს ვძლიე პირველ კრიზისს (დავარქმევ სახელს), მაგრამ ისევ თავიდან... ტრადიციულ ორშაბათობებს არ ვარღვევ – ყოველთვის ვპოულობ განწყობის შესაფერ ნახატებს თუ უბრალოდ, საინტერესო მხატვრებს, მაგრამ ასეთი ბლოგი – "გამოფენიდან გამოფენამდე" არ მომწონს და მასევდიანებს.
აქ წერის სურვილისა და ჩვევის დასაბრუნებლად შევეცდები, ყოველდღე თუ არა, კვირაში რამდენჯერმე, თუნდაც მოკლედ მოვყვე დღის შთაბეჭდილებები, ისე, როგორც ეს პოსტი დავწერე – პატარა ამბავი ჩემს პასიურობაზე – ხმამაღლა ნაფიქრი.

10 comments:

undone said...

ალბათ ეს ისეთი პერიოდია, აი, ესეთი განწყობები რომ ემართემათ ადამიანებს.

მომწონს ახალი იდეა, შენთვის ნაფიქრი, ჩუმად ჩავიკითხავ ხოლმე ;)

Keti said...

ჰო, ალბათ :(

იმედია, გამოვა რამე :) მადლობა ანდან, მთლად ჩუმად ნუ იქნები :)

Sophie שרה Golden said...

სხვათა შორის, მეც მინდოდა მეთქვა, რომ ორშაბათიდან ორშაბათამდე თითქმის არაფერს წერ–მეთქი, მაგრამ მე მგონია, რომ ადამიანმა მხოლოდ მაშინ უნდა დაწეროს, როცა გრძნობს. თანაც შენს ბლოგზე მე მაშინაც მიყვარს შემოსვლა, როცა ახალი არაფერია. ადამიანებს ნაცნობი ქუჩები როგორ გვიყვარს, ხომ იცი :)

Keti said...

სოფი :* <3
მართალი ხარ, ადამიანმა ამ დროს უნდა დაწეროს, მაგრამ სათქმელიც რომ მაქვს, მაინც არ ვწერ თუ ვერ..

Clown said...

ამ ბოლო დროს მეც სულ ჩემს პასიურ ცხოვრებაზე ვწუწუნებ, რაღაც სხვა მინდა, ჩემგან ცოტა განსხვავებული :შ

ან რამე ახლის სწავლა მინდა ან რამე ახალი ნივთი, ერთფეროვნების შესაცვლელად :შ

საერთოდ ახალი სახე, ახალი გარემო მჭირდება :შ

კიდე კაი ჩანახატებს მაინც ვწერ ხანდახან და ვამბობ თვის, კვირის ან რომელიმე დღის სათქმელს, ცოტა მამშვიდებს :შ



პ.ს რამდენ ხანში ერთხელაც გინდა წერო, მაინც მიყვარს შენი მყუდრო ბლოგი <3

ხოდა ქეთი წარმატებები და ბევრი კაგი სიახლე :*

Kate said...

უნდა წერო, უნდა ამოიღო გულში ნადები. ძალიან კარგი იქნება. თან ჩვენც წავიკითხავთ ხოლმე.

:))

Keti said...

* გიო, მიხარია, დიდი მადლობა :* შენც – ასევე :)
ჰო, სიახლეები ცხოვრების გადასახალისებლად
და ალბათ მთავარია, სურვილი იყოს და რაიმე ახალიც მოხდება. წერე, ყოველთვის ინტერესით ვკითხულობ! <3

* ჰო , ქეთ, ასეა :*

babisa said...

ho
periodebi da etapebia
aqac
da sul yvelaganc
gaivlis male
nu ezalavebi
ra aucileblobaa aq wero :)))

Clown said...

მადლობა :*

Keti said...

* ბაბისა, გაივლის, იმედია :) აუცილებელი არა, ხანდახან სურვილი მაქვს და მაინც არ ვწერ, ამას მინდა გადავეჩვიო :)

* გიო :)