კრებული ლევან ბერძენიშვილის მიერ მოთხრობილი "ლიტერატურული ისტორიებით" იხსნება: ეს არის ვრცელი ინტერვიუს პირველი ნაწილი, რომელიც ვფიქრობ, ნებისმიერ ლიტერატურის მოყვარულს დააინტერესებს. გარდა ამისა, დაიბეჭდა გიორგი კილაძის მიერ ჩაწერილი ინტერვიუები: ვაჟა ხორნაულთან, ლევან ტატიშვილთან, თეა თოფურიასთან, გიორგი საჯაიასთან, ქარდა ქარდუხთან, ზაზა ბიბილაშვილთან, გიორგი კეკელიძესთან, ბაჩო კვირტიასთან, მაკა მიქელაძესთან და სხვებთან; ლიტერატურული საუბრები ლევან რამიშვილთან; ნინო სადღობელაშვილის, მარსიანის, იკა ქადაგიძის, ნინო დარბაისელის, მაია სიმონიშვილის, ნინო გედენიძის და სხვების წერილები...
ყოველი მორიგი კრებულის გამოსვლისას ვამბობ – ეს უკეთესია, ვიდრე წინა და გული მწყდება მცირე ტირაჟზე. იმედია, ეს კრებული სრული სახით ელექტრონულადაც გახდება ხელმისაწვდომი.
6 comments:
საინტერესო იქნება :) იქნებ მეც შევიძინო ;)
კი, საინტერესოა, ოღონდ არ იყიდება :) საჩუქრად რიგდება ხოლმე, პრეზენტაციაზე..
არასოდეს წამიკითხავს ასეთი წიგნები, სიმართლე გითხრა და დავინტერესდი. საინტერესო უნდა იყოს, სხვადასხვა ხალხის აზრი ლიტერატურაზე, მაგრამ როგორც წესი, მეშინია, რომ თავი ძალიან არ ამირიონ, ისედაც იმდენი რამით მაქვს გამოტენილი.
:)))
სოფი, არ აგირევენ, დარწმუნებული ვარ :)) ინფორმაციული უფრო ეთქმის ამ ყველაფერს..
დამაინტერესა ძალიან, თან ჩემთვის სიახლე იქნება ასეთი ტიპის წიგნი ^_^
მიხარია :)
Post a Comment