დღეს წავიკითხე, თურმე ქალაქის აბონენტებთან რეკავენ კითხვით: "აუცილებელია თუ არა ადამიანებმა იკითხონ ბიბლია?" ამ ამბავმა ერთი ქართული სერიული გამოცემა გამახსენა მსგავსკითხვიანი გამოკითხვით (არ დავასახელებ, რადგან არ მინდა რომელიმე სერიას რეკლამას ვუწევდე). ვინ იცის, იქნებ სატელეფონო გამოკითხვაც ამ კონკრეტულ "დებატებს" უკავშირდება?
ჩემთვის ნაკლებმნიშვნელოვანია ამა თუ იმ კომერციული ხასიათის წამოწყების ფაგლებში რა სახის წიგნები დაიბეჭდება, მაშინ, როცა ამ პროექტებისთვის თვალის მიდევნება შეუძლებელიც კი გახდა (მგონი უკვე წიგნების გამყიდველებსაც ეშლებათ, რომელ ჟურნალს რომელი სერიული გამოცემა უკავშირდება), მაგრამ მსჯელობა, რის შედეგადაც მკითხველები რელიგიური ნიშნით იმიჯნებიან, მიუღებელია.
იქნებ, წაგვეწერა სერიისთვის "მხოლოდ ქრისტიანი ქართველებისთვის"?
თანამედროვე საქართველოში "ჭეშმარიტი ქართველი" ხომ მართლმადიდებლის სინონიმია...
აქვე იდეა: (ბარემ) გამოიცეს ახალი სერიული გამოცემა – "მსოფლიოს წმინდა წიგნები".
მე კი "დედა ენას" დავუბრუნდები – კიდევ არის ის წმინდა ან "წმინდა წიგნი" ქართველებისთვის? (რა საკვირველია, ყველა სარწმუნოების ქართველთათვის!)
18 comments:
იაკობის ამ წარწერაზე არ ვიცოდი! რა მაგარია.
ვაიმე, ის კითხვა რა საშინელებაა, რა მიზნით, ვისთვის, რატომ?
არა მგონია იმ დებატებს უკავშირდებოდეს, იქნებ გავარკვიო აბა, ვიკითხავ ;)
მართლა საშინელებაა. მიზნისა რა ვთქვა – არ ვიცი, მაგრამ პროტესტს კი იწვევს (როგორც ეს დებატები).
მასონები ატარებენ ამ მზაკვრულ გამოკითხვას :დ
სულ გამოშტერდა ეს ხალხი :))
:)
ვინ რეკავს? მასსონების სიებს ადგენენ?
სერიული გამოცემა.
სერიული მკვლელი.
ფბ–ზე არის არაერთი პროფილი: "ყველაზე ლამაზები", "ყველაზე ძერსკები", "მხოლოდ ლამაზები".
ასოციაციურად დავაკავშირე. :/
ჩემი საყვარელი "დედა ენა", ამაზე გონიერად შედგენილი და ჰუმანური წიგნი მსოფლიოს არ უნახავს და ვერც ნახავს, მე თუ მკითხავ.
ასეთ შეკითხვებს ვინც სვამს, მეცოდება და კიდევ უფრო ისინი მეცოდებიან, ამ კითხვას ვისაც უსვამენ :((
* ლორდ, გუშინ პოსტს რომ ვწერდი, სერიულ გამოცემაზე მეც სერიული მკვლელი გამახსენდა...
* ქეთ, "ყველა სარწმუნოების ქართველთათვის" – ამასთან?
* სოფი, მე კიდევ გეთანხმები...
ხო.
არ მიყვარს ეს სეპარატიზმები.
აქ პირიქით, გაერთიანებაზეა ხაზი გასმული.
ხო, მაგრამ რეალურად ხომ არ არიან გაერთიანებულნი.
იაკობს მიაჩნდა, რომ მისი წიგნი იყო /უნდა ყოფილიყო ყველას გამაერთიანებელი – მიუხედავად სარწმუნოებისა.
დღეს როგორც არის, ამის გამო დავწერე მეც...
ფბ–ს ჯგუფების სათაურებში კი პრეტენზიაა, რომ ყველაზე გამორჩეულები არიან. სეპარატიზმი არც მე მიყვარს.
ქეთი გავარკვიე და თურმე სატელეფონო გამოკითხვას ადრე აწარმოებდნენ ”ქართული პროზის საგანძირთან” დაკავშირებით...
:)
როდე
მადლობა, როდე :)
ამ სერიისთვის ალბათ სასურველ ავტორებს გამოიკითხავდნენ, არ მგონია ბიბლიაზე დაესვათ კითხვა...
იდეა "მსოფლიოს წმინდა წიგნები" - ძალიან მომეწონა. მაგრამ მეეჭვება ბევრ ადამიანს სურდეს სხვა რელიგიებზე კითხვა.
ჩვენთან ასეთ პროექტს რელიგიური მოსაზრებებით გააპროტესტებენ :)
ki, samcuxarod.
axla gamaxsenda cigns erqva bhagavadgita, an ragac amdagvari induisturi cigni iko, diidi dzalian lamazad dasuratebuli. chem mezoblebs qondat, modashi iko da ikides masiurad, magram mere saidangac xma dairxa rom qristiani ojaxebidan CIGNS MADGLI GAAQVS, da nagavshi agdakares.
მახსოვს ეგ წიგნი :)
სწორედ მაგას ვგულისხმობდი – არ მიიღებს ხალხი. ამიტომ, არც არავინ თარგმნის და გამოსცემს. აი, ყურანიც ითარგმნა, მაგრამ მხოლოდ ლიტერატურულ წრეებში თუ აღინიშნა, მასები ამ წიგნით არ დაინტერესდებიან.
Post a Comment