Monday, July 4, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ბევრი არ მიფიქრია არჩევანზე: ამ საღამოს რატომღაც ნიკო ფიროსმანის შვლები ვათვალიერე და ერთი მათგანი აქაც მოვიყვანე – შველი წყლისპირას

4-10 ივლისი.

6 comments:

Toma said...

ჩვენთან არის ბევრი ასეთი შველი :)
ადრე დილას, ან გვიან საღამოს ქალაქგარეთ თუ გაქხვალ, მინდვრებზე დაინახავ როგორ ტყიდან გამოსულ შველს :)

ძალიან ლამაზის სანახავია :)

Keti said...

რა ლამაზი იქნება! :)
და რა კარგია, რომ ადამიანების სიახლოვეს უშიშრად ცხოვრობენ..

Toma said...

ხოოო, კურდღლებიც ასე :)
მამაჩემი იცინოდა, ჩვენთან კურდღლები ასე რომ დადიოდნენ ვინ გააჭაჭანებდაო. ხოდა მეც ვუთხარი, რომ არ აჭაჭანებენ იმიტომაც არ დადიანთქო :D :D :D

Keti said...

აბაა, მეც ეგ ვიფიქრე წუხელ და აღარ დავწერე, აქ ვინ გაუშვებდა–მეთქი :D
რა მაგარია, რომ კურდღლებიც :))

სოფი שרה Golden said...

მე კიდევ ამ ნახატის დანახვაზე, ვიფიქრე, რომ ფიროსმანი ქალებს და შველებს ერთნაირად რბილად და თბილად ხატავდა :)

Keti said...

კი, მართლაც ძალიან თბილია :)