Wednesday, May 23, 2012

21-ე საუკუნის 20 საუკეთესო

ამ კვირის მთავარი თემა წიგნებია – ხვალ თბილისის წიგნის ფესტივალი იწყება. მე, როგორც ყოველთვის, ველი და შთაბეჭდილებების გაზიარებასაც ვაპირებ; მანამდე კი ერთი გამოკითხვის შესახებ. ზოგადად, რეიტინგები არ მიყვარს, რადგან ადამიანთა ერთი ჯგუფის აზრი შეფასების  უალტერნატივობას არ ნიშნავს, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე წიგნებს ეხება. თუმცა, ინფორმაციულობის თვალსაზრისით ნამდვილად საინტერესოა და სწორედ ამ მიზეზით გადავწყვიტე, გამოკითხვის შესახებ ბლოგზეც დამეწერა. 
ამერიკულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა The Millions  21-ე საუკუნის 20 საუკეთესო პროზაული წიგნი დაასახელა. გამოქვეყნდა ორი სია – მკითხველების და ექსპერტების მიერ შედგენილი. ექსპერტების ჯგუფში შევიდა 56 ცნობილი ავტორი, კრიტიკოსი და  გამომცემელი. საინტერესოა, რომ მკითხველებისა და ექსპერტების აზრი 10 წიგნზე ერთმანეთს დაემთხვა. მე კი აღმოვაჩინე, რომ სიიდან მხოლოდ ერთი – „არასოდეს გამიშვა“ მაქვს წაკითხული, რაც ახლახანს ითარგმნა ქართულად და შემშურდა რუსების, რომლებიც ოპერატიულად თარგმნიან უახლეს პროზას.

მკითხველების მიერ შედგენილი ოცეული ასე გამოიყურება (სათაურების თარგმნას თავად შევეცდები):
  1. ჯუნო დიასი. „ოსკარ უოს მოკლე და განსაცვიფრებელი ცხოვრება“ (2007 წ.) / "The Brief, Wondrous Life of Oscar Wao" by Junot Díaz – დომინიკური წარმოშობის ამერიკელი მწერლის ნახევრად ავტობიოგრაფიულმა რომანმა 2008 წელს პულიცერის პრემია მიიღო.
  2. რობერტო ბოლანიო. „2666“ (2004 წ.) / "2666" by Roberto Bolaño – ჩილელი მწერლის ნაწარმოები, რომელიც ავტორის მიერ  5 დამოუკიდებელ წიგნად იყო ჩაფიქრებული, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ერთ წიგნად გამოიცა. 
  3. ჯეფრი ეუჯენაიდისი. „საშუალო სქესი“ (2002 წ.) / "Middlesex" by Jeffrey Eugenides – ბერძენი მწერლის ამ წიგნმა 2003 წელს მიიღო პულიცერის პრემია.
  4. დევიდ მიტჩელი. „ღრუბლების ატლასი“ (2004 წ.) / "Cloud Atlas" by David Mitchell.
  5. კორმაკ მაკარტი. „გზა“ (2006 წ.) / "The Road" by Cormac McCarthy – წიგნის მიხედვით 2009 წელს გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.
  6. იენ მაკიუენი. „გამოსყიდვა“ (2001 წ.) / "Atonement"  by Ian McEwan – შესულია ყველა დროის 100 საუკეთესო წიგნს შორის, 2007 წელს გადაიღეს იგივე სახელწოდების ფილმი.
  7. მაიკლ ჩაბონი. „კავალერისა და კლეის გასაოცარი თავგადასავალი“ (2000 წ.) / "The Amazing Adventures of Kavalier & Clay" by Michael Chabon – 2001 წელს მიიღო პულიცერის პრემია.
  8. ჯონათან ფრანზენი. „შესწორებები“ (2001 წ.) / "The Corrections" by Jonathan Franzen.
  9. მერილინ რობინსონი. გილეადი (2004 წ.) / "Gilead" by Marilynne Robinson – 2005 წელს მიიღო პულიცერის პრემია.
  10. ზედი სმითი. თეთრი კბილები“ (2000 წ.) / "White Teeth" by Zadie Smith – ბრიტანელი მწერლის სადებიუტო წიგნი.
  11. ჰარუკი მურაკამი. კაფკა სანაპიროზე (2002 წ.) / "Kafka on the Shore" by Haruki Murakami.
  12. ხალედ ჰოსეინი. ფრანს ადევნებული (2003 წ.) / "The Kite Runner" by Khaled Hosseini.
  13. კაძუო იშიგურო. არასოდეს გამიშვა (2005 წ.) / "Never Let Me Go" by Kazuo Ishiguro – იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერალი, ბუკერის პრემიის მფლობელი. წიგნი დასახელდა ყველა დროს 100 საუკეთესო წიგნს შორის. 2010 წელს გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.
  14. უ. გ. ზებალდი. აუსტერლიცი  (2001 წ.) / "Austerlitz" by W.G. Sebald.
  15. რიჩარდ რუსო. იმპერიის დაცემა  (2001 წ.) / "Empire Falls" by Richard Russo.
  16. ალის მუნრო. გაქცეული (2004 წ.) / "Runaway" by Alice Munro.
  17. კოლმ ტობინი. ოსტატი (2004 წ.) / "The Master" by  Colm Toibin – ირლანდიელი მწერლის ამ წიგნმა 2004 წელს ბუკერის პრემია მიიღო.
  18. ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი. ყვითელი მზის ნახევარი (2006 წ.) / "Half a Yellow Sun" by Chimamanda Ngozi Adichie – ნიგერიელი მწერალი ქალის წიგნი.
  19. ჯუმპა ლაჰირი. „არაჩვეულებრივი მიწა“ (2008 წ.) / "Unaccustomed Earth: Stories" by Jhumpa Lahiri – ინდური წარმოშობის ამერიკელი მწერალი ქალის წიგნი.
  20. სუზანა კლარკი. ჯონათან სტრენჯი და მისტერ ნორელი (2004 წ.) /  "Jonathan Strange & Mr. Norrell" by Susanna Clarke. 
თითქმის ყველა წიგნი დაჯილდოებულია რომელიმე (ან არაერთი) მნიშვნელოვანი  პრემიით. არსებობს რამდენიმე მათგანის ეკრანიზაციაც. და ბოლოს, ამ ორი გამოკითხვის შედეგები მინიჭებული ადგილების მიხედვით:

4 comments:

Rode said...

საინტერესო იყო და სამწუხარო, რომ ჩვენ ჯერ არაფერი ვიცით...
მე ეკრანიზაციები მაქვს ნანახი რამდენიმე.

Keti said...

ჰო, ჩვენთან ყველაფერი გვიან აღწევს...
მე ორი ფილმი და მინდა სხვებიც მოვძებნო, თუმცა წიგნის წაკითხვამდე ფილმის ნახვა არ მიყვარს ხოლმე.

Nina Gorecki said...

ლორდს უნდა დაეწერა აქ - იყიდეთ ქინდლი და არ ჩამორჩებით არაფერსო, მაგრამ რადგან ბლოგერზე კომენტების დატოვება სიცოცხლეს უმწარებს, სამსახურს გავუწევ და მე დავტოვებ :))))

ვიყავი და ქართულად ახალი ავტორები არც ისე ბევრია, რუსულად რაცაა, იმაზე ფასდაკლება არცაა :/ ამ ქვეყანაში ყველაფერს ონლაინ შოპინგი ჯობია მაინც :/

Keti said...

ჰო, სხვათა შორის, მეც ვიფიქრე ქინდლზე და ამ დროს ლორდიც გამახსენდა :))) კი, არ არის ძნელი წიგნების ინგლისურ ან რუსულ ენებზე მოპოვება, მაგრამ ქართულად რომ იყოს, კარგია. მინდა, რაც შეიძლება ბევრი თარგმნონ :)

მე რამდენიმე ახალი თარგმანი ვნახე და ვიყიდე :) რუსულ წიგნებზე მგონი არასდროს არის ფასდაკლება..