ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი შეუძლიათ, სრულიად უცნობ თანამგზავრს თავისი ოჯახის მდგომარეობა გადაუშალონ და ამით აშკარა კმაყოფილება მოიპოვონ (აღარაფერს ვამბობ უბრალო ნაცნობების წრეში საუბარზე), ალბათ ძნელია უმცირესობაში მოყოლილი ადამიანების გაგება, რომლებსაც არც ეხერხებათ და არც სწორად მიაჩნიათ მსგავსად გახსნა. როდესაც დღეში რამდენჯერმე გარყევს რეალობა, ამ ყველაფრის ვერბალური რეზიუმეს შედგენა (ასევე დღეში რამდენჯერმე) ჩემნაირი ადამიანისთვის ძალიან რთულია. ძუნწია ჩემი პასუხები – გასაქცევად გამზადებული ადამიანისა. შეიძლება ამის გამო საკითხთან დაკავშირებით არასწორ შთაბეჭდილებასაც ვქმნიდე, მაგრამ არ მაღელვებს.
Wednesday, June 27, 2012
კითხვები
აფთიაქის კარში ფარფატა მოხუც ქალს შევხვდი და მერე მთელი გზა მეფიქრებოდა: როცა ერთი თვის პენსია 2 მილიგრამ წამალს ყოფნის, როგორ ცხოვრობენ ის პენსიონერები, რომლებსაც არ ჰყავთ შვილები, ან თუ ჰყავთ – უპოვარები? როგორ უმკლავდებიან ავადმყოფობებს, ან სხვა აუცილებელ მოთხოვნილებებს. როგორი უსაშველო უნდა იყოს მათი შიში. ადრეც მიფიქრია ამაზე, მაგრამ ასე არ გამისიგრძეგანებია. გულში რაღაც ჩამწყდა.
ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი შეუძლიათ, სრულიად უცნობ თანამგზავრს თავისი ოჯახის მდგომარეობა გადაუშალონ და ამით აშკარა კმაყოფილება მოიპოვონ (აღარაფერს ვამბობ უბრალო ნაცნობების წრეში საუბარზე), ალბათ ძნელია უმცირესობაში მოყოლილი ადამიანების გაგება, რომლებსაც არც ეხერხებათ და არც სწორად მიაჩნიათ მსგავსად გახსნა. როდესაც დღეში რამდენჯერმე გარყევს რეალობა, ამ ყველაფრის ვერბალური რეზიუმეს შედგენა (ასევე დღეში რამდენჯერმე) ჩემნაირი ადამიანისთვის ძალიან რთულია. ძუნწია ჩემი პასუხები – გასაქცევად გამზადებული ადამიანისა. შეიძლება ამის გამო საკითხთან დაკავშირებით არასწორ შთაბეჭდილებასაც ვქმნიდე, მაგრამ არ მაღელვებს.
ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი შეუძლიათ, სრულიად უცნობ თანამგზავრს თავისი ოჯახის მდგომარეობა გადაუშალონ და ამით აშკარა კმაყოფილება მოიპოვონ (აღარაფერს ვამბობ უბრალო ნაცნობების წრეში საუბარზე), ალბათ ძნელია უმცირესობაში მოყოლილი ადამიანების გაგება, რომლებსაც არც ეხერხებათ და არც სწორად მიაჩნიათ მსგავსად გახსნა. როდესაც დღეში რამდენჯერმე გარყევს რეალობა, ამ ყველაფრის ვერბალური რეზიუმეს შედგენა (ასევე დღეში რამდენჯერმე) ჩემნაირი ადამიანისთვის ძალიან რთულია. ძუნწია ჩემი პასუხები – გასაქცევად გამზადებული ადამიანისა. შეიძლება ამის გამო საკითხთან დაკავშირებით არასწორ შთაბეჭდილებასაც ვქმნიდე, მაგრამ არ მაღელვებს.
Labels:
დღიური
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
და ვინ თქვა რომ ცხოვრობენ...
მეზობლები, ნცნობები და უბრალოდ კეთილი ადამიანები.
მათ ცხოვრებას კი არსებობისთვის ბრძლოას უფრო დავარქმევ ვიდრე ცხოვრებას.
Post a Comment