ისე კი, მგონი ახალი წიგნების წაკითხვის მეშინია, ახალი შთაბეჭდილებების მიღების. აი, „მისნის ღამე“ დიდი ამბით ვიყიდე, მაგრამ ახლა ანოტაცია რომ მახსენდება, თავს ვიკავებ წაკითხვისგან. მგონია, იქ რაღაც ისეთი წერია, რაც ჩემი განცდების იდენტური იქნება და ემოციურად ვერ გავუძლებ. იგივე მჭირს ზემოთ ნახსენებ „უმანკოების მუზეუმზე“. სხვა წიგნებიც ვიყიდე წელს, მაგრამ მიწყვია. არ ვიცი, მათში რა წერია, მაგრამ ინტერესი ძალიანაც არ მკლავს. წიგნებს ჩამოვშორდი ჯერჯერობით; სამწუხაროდ, ასე გამოდის.
Tuesday, September 11, 2012
„უმანკოების მუზეუმი“
წლევანდელ ფესტივალზე თანხა ამ წიგნზე დავზოგე, მიუხედავად საკმაო ფასდაკლებისა. ახლა ვფიქრობდი – ნეტა მასშიც იმავე დამოკიდებულებაზე წერია ნივთების მიმართ, რაც მე მაქვს? ოღონდ მე არ შემიგროვებია არაფერი; უცებ, სახლი იქცა მუზეუმად: ყველაფერს აქვს ისტორია, ყველაფერი სუნთქავს, ყველაფერი მიჩვენებს კადრს წარსულიდან.
ისე კი, მგონი ახალი წიგნების წაკითხვის მეშინია, ახალი შთაბეჭდილებების მიღების. აი, „მისნის ღამე“ დიდი ამბით ვიყიდე, მაგრამ ახლა ანოტაცია რომ მახსენდება, თავს ვიკავებ წაკითხვისგან. მგონია, იქ რაღაც ისეთი წერია, რაც ჩემი განცდების იდენტური იქნება და ემოციურად ვერ გავუძლებ. იგივე მჭირს ზემოთ ნახსენებ „უმანკოების მუზეუმზე“. სხვა წიგნებიც ვიყიდე წელს, მაგრამ მიწყვია. არ ვიცი, მათში რა წერია, მაგრამ ინტერესი ძალიანაც არ მკლავს. წიგნებს ჩამოვშორდი ჯერჯერობით; სამწუხაროდ, ასე გამოდის.
ისე კი, მგონი ახალი წიგნების წაკითხვის მეშინია, ახალი შთაბეჭდილებების მიღების. აი, „მისნის ღამე“ დიდი ამბით ვიყიდე, მაგრამ ახლა ანოტაცია რომ მახსენდება, თავს ვიკავებ წაკითხვისგან. მგონია, იქ რაღაც ისეთი წერია, რაც ჩემი განცდების იდენტური იქნება და ემოციურად ვერ გავუძლებ. იგივე მჭირს ზემოთ ნახსენებ „უმანკოების მუზეუმზე“. სხვა წიგნებიც ვიყიდე წელს, მაგრამ მიწყვია. არ ვიცი, მათში რა წერია, მაგრამ ინტერესი ძალიანაც არ მკლავს. წიგნებს ჩამოვშორდი ჯერჯერობით; სამწუხაროდ, ასე გამოდის.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
4 comments:
ორჰან ფამუქის "თეთრი ციხე–სიმაგრე" მაქვს მხოლოდ წაკითხული და როცა წავიკითხე, მომეწონა, თუმცა ახლა სიუჟეტი ისევ მახსოვს, მაგრამ ემოციები აღარ. ეს კიდევ ნიშნავს, დიდად არ შთავუგონებივარ. ზოგჯერ არის წიგნი, რომლის გმირები ან მოქმედებები შეიძლება ცოტა დამავიწყდეს, მაგრამ ემოციები მახსოვს.
მეც ჩამოვშორდი წიგნებს. წელიწადში 1–2–ს თუ წავიკითხავ, სასწაული უნდა მოხდეს. არ ვიცი, კარგია თუ ცუდი.
სამაგიეროდ, შენ ხომ ფოტოგრაფიაც გაქვს :) ისე ლამაზად იღებ, შენ თვითონ შეგიძლია ლამაზი წიგნების შექმნაც.
ფამუქს სულ შორიდან ვუვლი, ვდებ და ვდებ. უცნაური დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ. მეც მიყვარს ემოციების დატოვება რომ შეუძლია წიგნს, გარდა საფიქრისა...
სოფი, ადრე მქონდა მასეთი პერიოდი – წელიწადში 1-2 წიგნი, მაგრამ ბოლო სამი წელი თითქმის არ შევჩერებულვარ, სულ რაღაცას ვკითხულობდი და ამის ფონზე ახლა ძალიან შევიცვალე.
მიხარია, ჩემი ფოტოები რომ მოგწონს, დიდი მადლობა! აქ დიდი შესვენება მქონდა და ახლა ნელ–ნელა ვუბრუნდები:)
არ წამიკითხავს. არადა მალე მის მხარეში ვიქნები და არ ვიცი, ავყვე მოდას და მოვინახულო ეგ მუზეული თუ აზრი არ აქვს - წაკითხული არ მაქვს და რა ჩემი ფეხები უნდა გავიგო? :)
რა კარგია. თუ დრო გექნება, ნახე, იქნებ მერე წაიკითხო კიდეც და ნანახი გექნება :) წიგნის წაკითხვამდე ფილმის ნახვის მსგავსი რამ გამოვა..
Post a Comment