წელს ნაბეჭდი "ვეფხისტყაოსნის" 300 წელი აღინიშნება, რასაც ეროვნული ბიბლიოთეკა
აქტიურად ეხმაურება. ბიბლიოთეკის ერთ-ერთი
ყველაზე მასშტაბური პროექტი
ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნის" შექმნა იყო. ეს პროექტი შარშან
დაიწყო და თითქმის დასრულებულია. სიახლე კი ის გამოცემაა, რომელზეც ახლა მინდა, დავწერო: ალბათ გსმენიათ ე. წ. "ყვავილების ფლირტის" შესახებ, იქნებ თქვენს ბებიებსაც შემორჩათ ძველი, ყვავილებიანი ბარათები და გინახავთ კიდეც. ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა სწორედ ყვავილების ფლირტია, ოღონდ რუსთაველის ციტატებით გაფორმებული. ილუსტრაციები (ჩემთვის "ვეფხისტყაოსნის" ალბათ ყველაზე საყვარელი ილუსტრაციები) ეკუთვნის მე-17 საუკუნის მხატვარს და პოემის გადამწერს – მამუკა თავაქარაშვილს, მცენარეების სახელწოდებები ალექსანდრე მაყაშვილის ბოტანიკის ლექსიკონიდან არის შერჩეული:
5 comments:
რა საინტერესო გამოცემა ჩანს.
კარგი სასაჩუქრე გამოცემაა
კი, ნამდივლად.
თავაქარაშვილს ეკლესიები აქვს თავის დასურათებაში გამოყენებული თუ სწორედ მახსოვს.
ის მიხვდა გუმანით, რომ ქრისტიანული წიგნია, რასაც ბევრი ღვთისმსახური გონებით ვერ მიხვდა სამწუხაროდ.
კი, მაგალითად, ავთანდილის ლოცვის ეპიზოდი. ასეთი ღვთისმსახურების გამო "ვეფხისტყაოსანს" როგორი მძიმე გზა ჰქონდა...
Post a Comment