ოქტომბრის ბოლო ორშაბათია, გოგრის სეზონი დადგა – ბაზარში გოგრის ზვინებია მოწყობილი და უახლოეს დღეებში ერთი-ორის ყიდვასაც ვაპირებ. გემო დიდად არ მიყვარს, მაგრამ გარეგნულად მომწონს – საშემოდგომო განწყობას ქმნის. შვედი კარლ ლარსონის (ფერმწერი და ინტერიერის დიზაინერი. დაიბადა 1853 წ.) ნახატიც შეეფერება ამ ორშაბათს, თუმცა მხოლოდ ამიტომ არ შემირჩევია. ვფიქრობ, საინტერესო მხატვარია ყოველდღიურამბებიანი ნახატებით. ამბებს კი თავისი ცხოვრებიდან "ყვებოდა" – ლარსონის საყვარელი მოდელები მისი მრავალსულიანი ოჯახის (8 შვილი ჰყავდა) წევრები ყოფილან. დღეს "ოქტომბერთან" (1883 წ.) ერთად სხვა ნამუშევრებსაც გამოვფენ:
"განიერი ლუანი"
"სუზანი და სხვა"
"ვაშლის კრეფა"
"ზამთრის კოტეჯი"
11 comments:
ქეთი! რა კარგია, ჩვენი რაღაცები როგორ ემთხვევა ამ ბოლო დროს! კარლ ლარშონის ნახატები სტოკჰოლმში ვნახეთ, ეროვნულ მუზეუმში. მანამდე კი, ერთ ანტიკვარების მაღაზიაში მისი რამდენიმე რეპროდუქცია შევიძინეთ (იქ ძალიან უყვართ ანტიკვარების მაღაზიები, ყველაფერს ჰყიდიან, ბევრ სხვადასხვა ნივთს, ოჯახებიდან გამოტანილ ძველ ფოტოებსაც კი.)
თბილისში დაბრუნების შემდეგ ეს რეპროდუქციები "არტ სალონში" ლამაზ ჩარჩოებში ჩავასმევინეთ და გლუვი მინით დავფარეთ. თითქმის ორიგინალს ჰგავს! სულ სამია: სამზარეულოს სურათი, სახლი მწვანეში და შუშაბანდი.
რომ იცოდე, როგორ გამიხარდა შენს ბლოგზე მისი ნახატების ნახვა! :)
კარგ საღამოს გისურვებ!
მე კიდევ როგორ გამიხარდა შენი კომენტარის წაკითხვა! რა კარგია, ორიგინალები რომ ნახეთ და მისი რეპროდუქციებიც გაქვთ...
რაღაცები მართლაც ემთხვევა! :)
იქაური ანტიკვარული მაღაზიები კი ჩვენი მშრალი ხიდივით ყოფილა :)
დიდი მადლობა, თინიტა და მეც კარგ საღამოს გისურვებ!
მმ რა კარგია, რა კარგი განწყობებია.
ერთ-ერთ სურათს ჩემს პეიჯზეც წავაცუხცუხებ :*
როდე :* რომელი მოგეწონა?
ქეთი, მეც ზუსტად ასე ვარ, გოგრის გემო არ მიყვარს, უბრალოდ თბილი მოგონებები მაქვს ბავშვობიდან. ჩემი დეიდაშვილების ბებია ხარშავდა ხოლმე, შაქარს მოაყრიდა და გასაციებლად მაგიდაზე დგამდა, მე კიდევ ვიჯექი და ვუყურებდი, ორთქლი როგორ ადიოდა და რა ლამაზი ფერის გამოდიოდა გოგრა, ოღონდ ჩემი ბავშვობისდროინდელი გოგრები მწვანე იყო და გული ყვითელი ჰქონდათ :)
სოფი, ჩემი ბებია და დედაც ზუსტად ასე ამზადებდნენ – ბოლოს შაქარს მოაყრიდნენ ხოლმე და მე ხათრით თუ შევჭამდი :)
ახლაც ძირითადად მწვანე გოგრებია ბაზარში, გასულ კვირას ყვითელს ვეძებდი და ვერ ვნახე :)
გოგრის ანუ ხაპის. :) და ჰელოუინის.
და ჰელოუინისტების ცემა-ტყეპის. :)
ჰო, ეგ უკვე ქართული ტრადიციაა – ჰელოუინი ცემა–ტყეპის თანხლებით :)
"გემო დიდად არ მიყვარს, მაგრამ გარეგნულად მომწონს" მეც)
chem bebos konda xolme tavshali mase tavze mokruli. rogor cocxlad carmomidga.
@ არსენ, გამიხარდა შენი გამოჩენა :)
@ ტომა...
Post a Comment