Friday, October 5, 2012

"ვერ ვნახე, დაკარგულიყო"

მეორე დღეა, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ხეებზე გაკრულ, თაბახის ფურცლებზე მსხვილი შრიფტით ამობეჭდილ საპროტესტო პლაკატებს ვხედავ:


"მინდა წიგნის კითხვა"
"მაქვს ბიზნესშეხვედრა"
"მინდა გართობა"
"მინდა განტვირთვა"
"მინდა ცოცხალი მუსიკა" 
თითოეული მათგანი დაწყვილებულია ასეთივე ამონაბეჭდ პლაკატთან:
"ვეძებ მყუდრო ადგილს"

მე მომეწონა ეს ჩუმი და თან მყვირალა საპროტესტო აქცია, როგორც მინიაქციის ფორმა, თავისი ბევრისმთქმელი შინაარსით: მილიონნახევრიან ქალაქში, სადაც თითქმის ყოველ 10 მეტრში გასართობი დაწესებულებაა გახსნილი და რომლებშიც, თავისთავად, არის მაგიდებიც, საკვებიც, მუსიკაც, ადამიანები (თუნდაც გარკვეული  ნაწილი) ვერ ახერხებენ ვერც განტვირთვას, ვერც საქმეზე მშვიდად მსჯელობას, ვერც წიგნის კითხვას. როგორც ჩანს, ქალაქში სიმყუდროვე იძებნება. იქნებ თბილისის კაფე-რესტორნებიც ჩაერთონ მის ძებნაში და იპოვონ. პლაკატები მათი კარების წინ მდგომ ხეებსაც ამშვენებს. ისე კი, მყუდრო გარემო მგონი ყველგან დეფიციტურია.
                                      
                                      

7 comments:

Tina Nadiradze said...

ქეთი, რა კარგია, ამაზე რომ დაწერე! მეც შევნიშნე ჭავჭავაძეზე ეს წარწერები. სამწუხაროდ, მართლა ასეა: სიმყუდროვე არსადაა, არაა პარკი, სადაც მშვიდად წაიკითხავ, არაა კაფე, სადაც ყველაფერი გაბოლილ-გამჭვარტლული არაა, არაა ტრანსპორტის არააგრესიული მოძრაობა (ეს ბოლო რა კარგი ქართულია!), არაა ტროტუარი, სადაც არ იქნება (ალბათ მიხვდები, რაც. ბლოგს არ ვაკადრებ იმ სიტყვების დაწერას), არაა სკამი, რომლის წინაც მზესუმზირის გორა არ ეყრება... ალბათ უსასრულოდ შეიძლება ილაპარაკო იმაზე, რაც დისკომფორტს გიქმნის.... ეჰ.... კარგია, რომ ეს საკითხი რაღაცნაირად, დაიძრა.
სასიამოვნო უქმეებს გისურვებ!

Clown said...

კარგია, რომ იძებნება, იქნებ ვინმემ იპოვოს.

Keti said...

@ თინიტა, აი, შენ უფრო დააკონკრეტე, თუ რა მდგომარეობაა. კი, კარგია, რომ დაიძრა, ადამიანების რაღაც ნაწილს მაინც ჩააფიქრებს.
დიდი მადლობა, შენც ასევე!


@ გიო, იქნებ.

Nina Gorecki said...

ჰაჰა :) ნაის :)
უცნაურია მე რომ ვერ შევამჩნიე

მე პირიქით მივამაგრებდი წარწერას, „იძებნება ადგილი, სადაც სიმყუდროვე არ არის და გართობა შეიძლება“ :))),

Keti said...

ნინა :)) ეგ ვარიანტიც შეიძლება, რომ უბრალოდ გართობაზე გამოცხადდეს ძებნა :)

Sophie שרה Golden said...

მე მიყვარს ასეთი აქციები და შენი მინიაქციები ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. რამდენიმეში გიერთდები კიდეც. 80თეთრიანი "მარშუტკების" იგნორირება არ გამომდის ოღონდ :დ :))

Keti said...

მადლობა, სოფი. ჰო, შენ ვერ შეძლებ იგნორირებას :) მე ისევ ვაგრძელებ :)