"ხვალ
ალბათ არაფერი განსაკუთრებული"
ხვალ - მოულოდნელი შეხვედრის იყო,
გამოწვდილი ხელების,
თბილი...
* * *
პატარა ბროშები, თუ რაღაც ასეთები იყო ჩემს ბავშვობაში, ახლა – არვიცი. მოკლედ, ორი სხვადასხვა სურათი რომ ირეკლება იმის მიხედვით, თუ საიდან დაეცემა სინათლე.
მეც ასე, ორად:
ერთ მხარეს – ბედნიერი, ანუ სინათლე შენგან მეცემა;
და თუ უშენო კუთხიდან – უკან ვბრუნდები...
უკან:
ისეთია...
სხვა ასოციაცია:
ქართული მულტფილმი იყო, პატარა ეშმაკზე, პირზე ბოქლომი ედო... მეშინოდა :)
ისევ უკან:
ხან მხრებს ეფარება, ხან თმას მწიწკნის, უფრო კი ფეხს მიდებს. მოსწონს ჩემი გადატყავებული მუხლები.
რეალურად:
ეს მარტოობის შეგრძნებაა.
2 comments:
შენს ნაწერებში საკუთარ თავს ვპოულობ ხოლმე. საინტერესო განცდაა : )
მიხარია, თუ ასეა... გმადლობ, ნათი! :)
Post a Comment