გადავწყვიტე, აქაც დავწერო. პირდაპირს არა, მაგრამ ირიბ კავშირს ვუძებნი იმ კითხვებიდან რომელიღაცასთან, მომდევნო პოსტში რომ ვუპირებ ჩამოწერას. ბარემ ვიტყვი, რა კავშირს: ეს გამბედაობაა. დღეს ადამიანებს ასეთი გამბედაობა არ აქვთ, ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრია არავინ – ცნობილი (სულ ერთია – რა მასშტაბით), ვინც ღიად, საკუთარი ხელით, წიგნში შესატანად, ავტობიოგრაფიაში მსგავსს ჩაწერს:
"1904 წლიდან 1919 წლამდე ვიყავი აქტიორი, მაგრამ ბოლოს, როდესაც დავრწმუნდი, რომ პირველ ალაგს ვერ დავიკავებდი როგორც მსახიობი, გადავედი მეორე ხელოვნების დარგში – ადმინისტრატორად".ამ ორ სტრიქონში ყველაფერია, ხომ? ამბიცია, გზა, განცდები, გადაწყვეტილება, ფინალი და ისევ განცდები, რადგან შეუძლებელია, ადმინისტრატორს სცენაზე დგომა აღარ მოსდომებოდა. სცენის მტვრით ხომ სამუდამოდ იწამლებიან..
...
ლიტერატურულ საიტებზე გამოჩენილი გამბედაობის ნაირსახეობებზე ხვალ, უფრო სწორედ, საღამოსთვის შევეცდები:)
პ.ს. ჰო, ის კაცი ვლადიმერ ამაშუკელი იყო.
2 comments:
ძალიან ძალიან კარგი პოსტი იყო, ქეთი, რამდენი ხანია არ წამიკითხავს მსგავსი. სიმართლე გითხრა, მე არ ვიცი ვლადიმერ ამაშუკელი ვინ იყო :| მაგრამ უდიდესი ადამიანი ყოფილა, აი, დიდი სული აქვსო, რომ ამბობენ, ასეთი რაღაცის აღიარება ადვილი არაა და ზოგჯერ მარტო გამბედაობა კი არა, დიდი გონებაა საჭირო... მაინტერესებს, რაზე ისაუბრებ საღამოზე???
დიდი მადლობა, სოფი!:)
მეც ასე ვფიქრობ და ფაქტია – ამ დღეების მანძილზე ეს ადამიანი რამდენჯერმე გამახსენდა.
მსახიობობის შემდეგ ამაშუკელი მოზარდმაყურებელთა, რუსთაველის, მარჯანიშვილის და ოპერის თეატრების ადმინისტრატორი იყო.
საუბარს კი კრიტიკული აზრის გამოთქმაზე ვაპირებ:)
Post a Comment