Wednesday, March 18, 2009

ჩარლსტონი და...

დღეს 'რამდენიმე კითხვა' გამოქვეყნდა. ჰოდა, რა ვიცი...
საერთოდაც, მოვიწყინე. თუმცა, მუსიკას, რომელსაც მთელი საღამო ვეძებ და ვუსმენ, სევდიანობისა არაფერი ეტყობა.
თითქოს.
და, აქაც რომ დავდო? რატომაც არა. ჯერ ის, თუ რას ვეძებდი –
20-იანი წლების ჯაზს და ბოლოს, ჩარლსტონამდე და ამ მეამბოხე არსებებამდეც მივაღწიე. თან, ქართველი ქალები გამახსენდნენ – კოჭს რომ ჯერ კიდევ ფარვა უნდოდა, იმ პერიოდის მსახიობები. ოღონდ, ჩვენში, თეატრის სცენაზე (თუ ეზო–ეზო), ძირითადად ლეკურს ცეკვავდნენ...
მოკლედ, დავდებ ამ ლინკებს. ჰო, კიდევ თამარი გამახსენდა – რაღაც, მსგავსად წარმომედგინა მისი თმის შეკვეცის ამბავი :)


აქვე, ესენიც:
Jazz it up (2)
Jazz it up (3)

პ.ს. სულაც არ არიან ისინი შორს. ბოლო დროს არაერთხელ ვიფიქრე: დრო მიჰქრის, ადამიანები დგანან.

2 comments:

Sophie שרה Golden said...

კარგი რაღაც მომაგონე ქეთი :) შენ ვერ წარმოიდგენ, როგორ განვიცადე თამარის თმის შეკვეცი ამბავი, მეგონა, მე მომაჭრეს თმა :|
კარგი პოსტია! გილოცავ გამოქვეყნებას :)

Keti said...

გმადლობ, სოფი! :)