Wednesday, March 11, 2009

ხელი მენჯთან

"რაკი ეგ ხელი მენჯთან ახლოს ისე ქანაობს" – ეს მე დავწერე.

"ხელი გვერდით ისე გიჭირავს –
თეძოსგან ოდნავ მოშორებით,
მოშვებულად" – ეს – მან.

არაფერი, უბრალოდ "კოლექციას" ვავსებ სევდიანად.

დიდი ხნის წინ დავიწყე ლექსში მოძრაობა–ტრაექტორიების და ხმების გადმოტანა..
კომენტარებიც მიდასტურებდნენ, რომ ახალი იყო და ჩემი.
გადახატვას, სხვა მოძრაობის (სახეების) დანახვა ხომ არ აჯობებდა?!


----
აი, ამიტომ – ინტერნეტში აღარასდროს.
არადა, მებრალებიან სიჩუმისთვის, რადგან უკეთესები გაჩდნენ. არა უშავს, მოვითმენ(თ). ფურცლამდე.

10 comments:

Sophie שרה Golden said...

მეც გეთანხმები, რომ ფურცლამდე უნდა მოითმინო :)
მართლა, საღამომ როგორ ჩაიარა, მიიღეს კრიტიკა???

Keti said...

ჰო:)
საღამომ – მშვიდად:) თუ მიიღებენ, კარგი იქნება..

Anonymous said...

geomasovka

Anonymous said...

qeti ra banzi gaxda poezia raa? :d

Keti said...

ჰო, ჯეომასოვკა:)
ავტორები იბანძებენ თავს :))

მარიამ ბლანკი¹³ said...

veraferi ver gavige samwuxarod, albaT xSirad unda vaTvaliero Seni saiti

ნინო said...

ქეთი,
რატომღაც გამომივარდა ეს ფაქტი თავიდან - ავადმყოფობის და ათასი საფიქრალის გამო. ახლაღა მოვბრუნდი აქ.

უსიამოვნო განცდაა ჩემთვის, არ დაგიმალავ და არც გამომივა ტყუილი. "გადახატვა"??? მესმის, რომ შენ ეს პოსტი ფაქტიურად მკვდრეთით აღგადგენინე და ჩემი ახლანდელი რეაქცია უდროო და უადგილოა, მაგრამ ხომ უნდა გითხრა მაინც...
იცი, მე რას ვარჩევდი?
მთლიანად დაგედო ორივე ლექსი, იმ "ტრაექტორიის" ავტორის თუგინდ ნიკის და თუგინდ სახელ-გვარის მითითებით და დაგემტკიცებინა, გარკვევით დაგეწერა, რომ ამ მექანიკური დამთხვევის გარდა სხვა რამეც აქვთ ტექსტებს საერთო - ( ჰო. მენჯი - თეძო. მერე? ჰო. არ იცოდა იმ ავტორმა შენი ის ლექსი ზეპირად. არ ახსოვდა. დაემთხვა. მაგრამ რომც ხსომებოდა, ეს მონაკვეთი მაინც მისი იქნებოდა - იმიტომ რომ ასეა. სხვაა.)-

სინამდვილეში, თვით ჟესტიც კი სხვადასხვაა. კონცეფტი, აურა, ემოცია - თავისთავად.

იმისდა მიუხედავად, რომ ადამიანურად მესმის შენი - თუნდაც იმიტომ, რომ მსგავსი განცდა არც ჩემთვისაა უცხო - მგონი პლაგიატის ბრალდებაში ძალიან აჩქარდი.

Keti said...

ნინო, ვცდილობ, გავიგო შენი ემოციები, წარმოვიდგინო, რას ნიშნავს, როცა მსგავსს გეუბნებიან. ამიტომ, რთულია ჩემთვის საუბრის წარმართვა, მითუმეტეს შენთან, რადგან ყოველთვის გაფასებდი. მითუმეტეს ახლა, როცა დრო გავიდა და გადაწყვეტილებებიც მიღებულია.
და მაინც:
რა თქმა უნდა, ვუშვებ, რომ ლექსი არ გახსოვდა. თუმცა ეს ჩემთვის შედეგს ვერ ცვლის, რადგან ვფიქრობ, ჟესტი სხვადასხვა არ არის.
კონცეფტს რაც შეეხება – სხვა კონცეფტის მქონე ლექსებში (თუმცა, არა ყოველთვის) გამოჩენილმა, უკვე გამოყენებულმა სახეებმა გამოიწვია ჩემი გადაწყვეტილება – ჩემთვის საზიანო, თორემ გამომყენებლებს არაფერი უჭირთ.

რაც შეეხება სახელის მითითებას და მთელი ლექსის დადებას:
მიმაჩნია, რომ იმ ადამიანმა, ვისზეც ამ მიზეზით ღიად დავწერ, უნდა იცოდეს კიდეც და შემთხვევით აღმოჩენილ (როგორც ახლა) ბლოგზე არ უნდა ნახოს საკუთარი სახელი. ბლოგის შესახებ ინფორმაციის მოწოდებას კი ვერ შევძლებდი. არცერთი ნაცნობისთვის არ მითქვამს, თუ ვინმემ მიპოვნა – თავისით. აქ ჩემთვის ერთგვარი თავშესაფარია (შეიძლება გასაღიმებლად ჟღერს). დღიურის ჩანაწერში კი იმდენი ხვდება, რამდენის თქმასაც (ემოციის შესაბამისად) ამა თუ იმ შემთხვევაში ვახერხებ.
მაგალითად, შემეძლო სხვა ადამიანების დასახელება, რომლებზეც აქ დავწერე, მაგრამ მიუხედავად ტკივილისა, სახელები არ მიხსენებია. არ ვიცი, მე ასე მესმის.

ნინო said...

სულაც არ ჟღერს გასაღიმებლად, კარგად მესმის და მერიდებასავით კიდეც, ამ თავშესაფარში რომ ამოვყავი თავი და კომენტარიც დავტოვე, მაგრამ იმპულსურად მოხდა ეს და ალბათ არა უშავს. თუ გინდა, წაშალე.

კარგი. რაღაც თავის მართლებასავით გამომდის, რაც სინამდვილეში სულაც არ მჭირდება და საშინლად არ მსიამოვნებს - არადა ვიცი, რომ ვერ გადაგარწმუნებ და ალბათ არცაა საჭირო. ეტყობა, ძალიან სხვადასხვანაირად ვკითხულობთ, რაკი შენ ასე თამამად ამტკიცებ მაგ სახეების (=ჟესტების) იდენტურობას. მაგრამ ეს ის მომენტია, როცა კამათი და მტკიცება არ მიღირს - როცა ტექსტებზე მაღლაც კი ადამიანური მომენტები დგას ჩემთვის. ერთმნიშვნელოვნად.

ამიტომ ჯერ არ ვიცი, ჩემს იმ "ტრაექტორიას" რა ბედი ეწევა, მაგრამ ალბათ ეგ პასაჟი მცირედ კორექციას გაივლის. ეს შემიძლია დაზუსტებით გითხრა, რაკი შენთვის ასე მნიშვნელოვანია. თუმცა არც მე მიადვილდება ეს ნაბიჯი, რადგან უსამართლო უკანდახევას და საკუთარ ტექსტზე ძალადობას ნიშნავს ჩემთვის და საერთოდ ასე არ მჩვევია.

კარგი. ამოვწუროთ ეს თემა, თუ შენც არ ხარ წინააღმდეგი. წარმატებები შენ, და ბოდიში ამ შემოჭრისათვის.

Keti said...

ნინო, ჩემი აზრი გამოვთქვი, შენიც ვიცი და თემა ალბათ უნდა ამოვწუროთ.
"აქ შემოჭრისთვის" კი საბოდიშო არაფერია, არანაირად. არც მოსარიდებელი. ეს თემაა – ორივესთვის მნიშვნელოვანი. თავშესაფრის ხსენებისას იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ბლოგზე გამოქვეყნებული წერილებით ადრესატებთან პოლემიკის გამართვა არ მიცდია, ამისთვის არ ვწერდი.
ასევე, წარმატებები! და როგორც თავიდან მითხარი, თუ ბლოგის სტუმარი იქნები , გამიხარდება..