Tuesday, November 10, 2009

ათვლა

დღეს ჩემი წიგნი სტამბას გადასცეს. 25 ნოემბერს ვნახავ და არა მხოლოდ ვნახავ, მისი წარდგენაც მომიწევს. სიმართლე ვთქვა, ამ უკანასკნელის გარეშე 25-მდე დარჩენილ ორ კვირას მშვიდად გავატარებდი. ძალიან განვიცდი. ორი ერთმანეთის საპირისპირო ემოცია მაქვს: სიხარულის და შიშის. წიგნის ხარისხი არ მაშინებს, ამ მხრივ არ ვღელავ. აი, დანარჩენი...
ყოველთვის მიჭირდა ყურადღების ცენტრში მოხვედრა, რაიმეს მთავარგმირობა... თუკი შესაძლებელია, ყოველთვის ვერიდები ისეთი რამის აღნიშვნას, სადაც ამ უხერხულობის გადატანა მომიწევს.
ლექსი დიდი აუდიტორიის წინაშე პირველად შარშან, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ "ებლიტფოს" კრებულის პრეზენტაციაზე წავიკითხე, თუ არ ვცდები, 25 ივნისს. ეს ლექსი "წვიმის სეზონი" იყო. ამ გამოსვლამდე უარი არაერთ შემოთავაზებაზე ვთქვი. მანამდე ვიწრო წრეში წამიკითხავს, სადაც ნაკლებად განვიცდიდი, რადგან თავს შინაურად ვგრძნობდი, ისევე როგორც ცოტა ხნის წინ – რადიოგადაცემის ჩაწერისას. თუმცა, ამჯერად მხოლოდ წაკითხვა არ მაღელვებს, მონოლოგების კრებულში ვწერდი: მკითხველთან შეხვედრის მოლოდინით გამოწვეული სენტიმენტების მართვას ვერ შევძლებ–მეთქი. ასეც არის.
ჩემი წიგნის წარდგინება არც კი ვიცი, როგორი იქნება, ამაზე ფიქრს ვერ ვახერხებ. დღეს საღამოს იმის შიშიც დამემატა, რომ ეს განცდები შეიძლება ჩემს მეგობარს გადავდო – ასე რომ ვეყრდნობი, ასე რომ მამხნევებს... იმედი მაქვს, ეს არ მოხდება!

შესაძლოა მათ, ვისაც აუდიტორიის წინ გამოსვლა ხშირად და სიამოვნებით უწევთ, ამ სტრიქონების კითხვისას გაღიმებოდათ, მე კი... თვალებს მაგრად დავხუჭავ და ისე გადავხტები :) ალბათ.

........
პ.ს. სავარაუდოდ წიგნის წარდგენა ერთი კვირით გადაიწევს, ასე რომ, ზუსტ ინფორმაციას მოგვიანებით დავწერ.

14 comments:

babisa said...

au au rogro minda da mvaxerxo da movide wardgenaze, tu sajaro iqneba, dawere mere detalurad sad rogor da a.sh :)))))))) warmatebebei shen :)))

Keti said...

ბაბისა, დიდი მადლობა და ძალიან გამიხარდება, თუ მოხვალ! კი, საჯარო იქნება და ამაზე აუცილებლად დავწერ მოგვიანებით :) :*

ჯორჯ პაიკი said...

თვალდახუჭული... :) სამაგიეროდ გამოცდილებას შეიძენ და შენი მეორე წიგნის წარდგენაზე თვალებსაც გაახელ. :)

Keti said...

იმედია, ასე იქნება :)))
თუმცა, მეორე წიგნი ახლა შორეულ პერსპექტივად მეჩვენება :)

adamiani said...

uh, rogor mesmis sheni... rogor meshinia didi auditoriis inashe patara, elemntaruli da uazro sityvit gamosvlisac ki :D
esaa ertaderti kompleqsi, romlis damarcxebac minda da ver vamarcxeb :D
taqtika maqvs shemushavebuli... ki arada, savarjisho... sanam gval.. tvalebs vxuchav da vcdilob sxeulshi arsebu sferod, burtad cramovidgino yvela is gancda da emcia, ramac sheidzleba gamosvlisas shemishalos xeli... sxeulis yvela ujredidan , ertad im sferoshi vkrav da vakociceb, im yvelafers c xels shemishli... mere amovisuntqav da carmovidgen raom garet, sivrceshi visvri am kompleqsebit gadzedzgil burts da vtvaisufldebi :D shenc cade, iqneb dagexmaros :D

adamiani said...

vaih, svx aidit var shemosuli, ket.. axla gamaxsenda
:D salome achba var :*

Keti said...

სალომე, რა ზუსტად გესმის ჩემი და რა საინტერესო რამ მირჩიე! აუცილებლად ვცდი..
ეს კომპლექსი მაწუხებს, ჰოდა იმედია, ნელ–ნელა დავძლევ :)
და დარწმუნებული ვარ, შენ შეძლებ მის დამარცხებას :*

Toma said...

ra sasiamovno grdznobaa molodini xo? :)

auditoriis winashe dznelia ramis wardgena, gindac wakiTxva gindac ubralod moyola, magram sheni cignia da cotas tu damshviddebi tavisuflad shegidzlia masze isaubro :)

imedia wignis ydas vixilavT roca daibechdeba :)

aba warmatebebi!

nastasia said...

auu,samagierod mere rogor grmad amoisuntqav :)
ee,25shi rato ra,me vimedovnebdi dekembershi iqneba da emc iq viqnebi tqoo :)
mara eg didi araferi,mtavaria ramxela saqme gaiyvane titqmis bolomde :)

Keti said...

* ტომუშკა, კი :) ერთდროულად სასიამოვნოც და სანერვიულოც.. ვეცდები მშვიდად ვიყო და იმედია, ყველაფერი
კარგად ჩაივლის :)

ყდას, როგორც კი დაიბეჭდება, კიდევ გამოვაქვეყნებ. სათაური და გვარი შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გავწიეთ გვერდზე, დანარჩენი იგივეა :)
გმადლობ! :*


* ნასტასია, მეც მასე მგონია :)
დეკემბრის თვეში რამდენიმე პრეზენტაცია იგეგმება, ასე რომ 25–სთვის შევთანხმდით. არადა, რა კარგი იქნებოდა, აქ რომ ყოფილიყავი... თუმცა, იმედია, ერთმანეთს მაინც გავიცნობთ :*
მადლობა!

Unknown said...

წარმატებები! :)

Keti said...

მადლობა, ხატი! :)


..........
სავარაუდოდ წიგნის წარდგენა ერთი კვირით გადაიწევს, ასე რომ, ზუსტ ინფორმაციას მოგვიანებით დავწერ.

© said...

ქეთი! რა მაგარი ხააარ!!! მართლა! :) და არ შეგეშინდეს! არ ინერვიულო მეთქი, ვერ გეტყვი, მაინც ინერვიულებ და ლოგიკურია ეს :) მაგრამ იცოდე, რომ ყველაფერი კარგად იქნება! მართლა! და რომ გადალახავ, მერე ორმაგად ბედნიერი იქნები! :)

და აუცილებლად დაწერე, რა, სად და როდის იქნება!

Keti said...

ციის! :) ვეცდები, არ შემეშინდეს :)
დიდი მადლობა და აუცილებლად დავწერ, იმედია, მოახერხებ... :)