Monday, February 27, 2012

ერთი კვირა, კედელზე

ჯონ უილიამ გოდვარდი 1861 წელს ინგლისში, უიმბლდონში დაიბადა. მიაკუთვნებენ ნეოკლასიცისტებს და პრე-რაფაელისტებს. ის თავისი დროის საზოგადოებაში მიღებული სტილისგან განსხვავებული ხელწერით ხატავდა, ამიტომ სიცოცხლის მანძილზე აღიარება არ მოუპოვებია. იყო ცნობილი ბრიტანელი მხატვრის, ლოურენს ალმა ტადემას, პროტეჟე.
გოდვარდის ოჯახი არ იწონებდა მის არჩევანს – ყოფილიყო მხატვარი, ამის გამო კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდათ და 1889 წელს მხატვარი ჩელსიში გადასახლდა. 1912 წელს რომში გადავიდა – გავრცელებული აზრით, ერთ-ერთი იტალიელი მოდელის გამო, რომელთან ურთიერთობასაც გოდვარდის დედა აპროტესტებდა.
1919 წელს ინგლისში დაბრუნებულმა გოდვარდმა მომდევნო წლები, კრიტიკოსებისგან გამოვლენილი მუდმივად უარყოფითი დამოკიდებულების გამო, დაძაბულმა გაატარა და 61 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მის დატოვებულ წერილში ეწერა: "სამყარო არ იყო საკმარისი პიკასოსთვის და ჩემთვის". მხატვრის თვითმკვლელობის შემდეგ მისმა ოჯახმა გოდვარდის ყველა დოკუმენტი დაწვა, რის გამოც არ არსებობს მისი არცერთი ფოტოსურათი.

გოდვარდის დახატულ ქალებს განსაკუთრებული შარმი აქვთ. ორ მათგანს გამოვფენ:

"დაირიანი გოგონა" (1906 წ.)
*
"ოცნება"

27 თებერვალი –
4 მარტი.

11 comments:

Rode said...

ღმერთო, რა საინტერესოა.
მომწონს პრერაფაელიტები.

Keti said...

ჰო, მის ბიოგრაფიას რომ ვკითხულობდი, ვფიქრობდი, როგორმა დაძაბულმა გაატარა ცხოვრება. მეც მომწონს..

Rode said...

ქეთ, კომენტების სისტემა რაღაც სხვანაირია გახდა ხო?

Keti said...

კი და ახლა ვფიქრობ, რატომ. მოუხერხებელია?

Keti said...

როგორც ჩანს, ბლოგერმა განაახლა.

Nina Gorecki said...

რა საინტერესო რაღაცებს გამოფენ ხოლმე :)

კომენტების სისტემას რაც შეეხება, ჩემთან reply ჩანს და აქ ვერ ვიპოვე :/

Keti said...

ნინა :)
მე მჩაგრავენ, რატომღაც არ მაქვს reply, არადა როგორ მომწონს :/

Rode said...

არა, პირიქით, მომეწონა. დიზაინიც შეცვლილია.
ხო ეს რეპლეი რატო დაგიკარგეს ;დ
ჩემთანაც ასეა როდესაც აკომენტარებ?

Keti said...

ისე, მეც მომწონს. თვალი უკვე მივაჩვიე :)
რა ვიცი, აბა. მგონი ძველი თემპლეითის ბრალია. იქნებ ჩართონ ამაზეც :))
შენ ცოტა სხვანაირი კომენტარების ბოქსი გაქვს, მაგრამ მაინც შეცვლილია, რადგან თუნდაც reply მგონი ადრინდელისგან განსხვავებულად წერია...

Rode said...

აჰა, გასაგებია. მოკლედ, ბლოგერი უფრო უმჯობესდება, კარგია :))

Keti said...

კი, ასეა :))