ამ ყველაფერს წინ არაჩვეულებრივი მოძრაობის – ე. წ. ბუქქროსინგის (bookcrossing) – ჩამოყალიბება უძღოდა, რაც გულისხმობს მკითხველებს შორის წიგნთგაცვლას (წაკითხულ წიგნებს ტოვებენ რომელიმე ადგილას და ინფორმაციას წიგნისა და მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინტერნეტით ავრცელებენ). სპეციალური საიტის მონაცემებით, ქვეყნების სია, სადაც ბუქქროსინგი ყველაზე პოპულარულია, ასე გამოიყურება: გერმანია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ავსტრია, ჰოლანდია, ესპანეთი. შესაძლოა, არქიტექტორ ჯონ ლოკს სწორედ ამ მოძრაობამ შთააგონა იდეა, ნიუ–იორკის ხელისუფლებამ კი მის განხორციელებას ხელი შეუწყო.
გარდა სატელეფონო ჯიხურებში განლაგებული თაროებისა, არსებობს სხვა სახის ალტერნატიული ბიბლიოთეკებიც:
მოძრავი ბიბლიოთეკები – ავტობუსები, რომლებიც შეიძლება შენს სახლამდეც მოვიდნენ. ერთი ასეთი ავტობუსი თბილისშიც დადის და რამდენიმე წლის წინ გადავიღე კიდეც.
პორტატული სამკითხველო ოთახები, რომლებიც ნიუ–იორკისა და ბოსტონის საჯარო სივრცეებშია განლაგებული, სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი. აქ არ არსებობს აბონემენტის აღების საჭიროება, მუშაობენ მოხალისე ბიბლიოთეკარები, თაროებზე ინახება დაზიანებული ან გაცვეთილი სასწავლო წიგნები, სივრცე კი სამეცადინოდ საკმაოდ მოხერხებულია, როგორც ფოტოზე ჩანს.
ყველაზე მეტად მომეწონა ხის პატარა სახლი–ბიბლიოთეკები. პირველი მათგანი სულ რაღაც სამი წლის წინ, ვისკონსინის შტატის (აშშ) ქალაქ ჰადსონში მცხოვრებმა ტოდ ბოლმა დაამზადა დედის ხსოვნის პატივსაცემად, რომელსაც უყვარდა წიგნები და მათი გაცემა. ტოდმა პირველი პატარა ბიბლიოთეკა საკუთარი სახლის წინ დადგა და წიგნების წაღება მეზობლებს შესთავაზა – წაკითხვის შემდეგ დაბრუნების პირობით. დღეს სხვადასხვა სახალისო დიზაინის მქონე ეს პატარა ბიბლიოთეკები ამერიკის 28 შტატში და 6 სხვა ქვეყანაშია გავრცელებული; მათი ნახვა კერძო სახლების ეზოების გარდა, კაფეების, მაღაზიების, სამედიცინო ცენტრების წინ, ველოსიპედების სადგომებზე და ავტობუსების გაჩერებებზეც შეიძლება.
განსაკუთრებით მომწონს ხალხის განწყობა ასეთი სახის ბიბლიოთეკების მიმართ – აქ წიგნების აღება-დაბრუნებას არავინ აკონტროლებს და სამკითხველოების ფუნქციონირება მკითხველების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. ყველა ხვდება და იზიარებს ერთ რამეს – ყველაფერი წიგნების სიყვარულის გასავრცელებლად ხდება და ამიტომ საჭიროა ზრუნვა იმაზე, რომ თაროები არ დაცარიელდეს. კარგი იქნებოდა, ჩვენთანაც არსებობდეს მსგავსი ბიბლიოთეკები. სიამოვნებით დავტოვებდი წიგნებს ან თავადაც ვიქონიებდი პატარა სახლ-ბიბლიოთეკას.
წყარო:
4 comments:
შესანიშნავი რამეა.
გეთანხმები :)
როგორ მომწონს <3 მეც მინდა ასეთები აქ :))
<3
Post a Comment