ადრე არ მესმოდა ფილმებში ნანახი თერაპიის სიკეთისა – წრეში ჩამსხდარი საერთო პრობლემების მქონე ადამიანებისთვის რა შედეგი მოჰქონდა საწუხარის გაზიარებას. მე ვინმესთვის პირისპირ რაიმეს მოყოლის სურვილი არ მაქვს, თუმცა იმ ადამიანების ცქერამ, მათზე დაკვირვებამ და მათთან საუბარმა, ვინც პრაქტიკულად სხვა სამყაროში ცხოვრობს, ჩემი დამოკიდებულება ამ თერაპიისადმი შეცვალა.
ყველაზე რთული პირველი დღეებია, როცა არ გინდა აღიარო, რომ სხვა განზომილებაში მოხვდი. ჯერ კიდევ გარსის გარედან ათვალიერებ მათ. ერთი სული გაქვს, შენობიდან გარეთ გამოვარდე და ღრმად ისუნთქო ქალაქის მოწამლული ჰაერი, რომელიც ამ დროს საოცრად სუფთა გეჩვენება. როცა პირდაპირ მოხლილი სინამდვილის გამო მათ წინაშე ტირილი გივარდება, გარსის ზღვარიც გადალახულია. ამ დროს საშინლად გრცხვენია, რომ თავი ვერ შეიკავე და ამით უნებლიეთ ტკივილი მიაყენე. ზურგს აქცევ, ცდილობ, მათი თვალთახედვის არეალიდან გაქრე და დაბრუნებისას მშვიდი იყო. შემდეგ დღეებში უფრო ლაგდება ყველაფერი: შეიძლება რომელიმე გამოგელაპარაკოს, უფრო "კოლეგა" – პაციენტის ახლობელი. აუცილებლად გეტყვის, კონკრეტულად რა სჭირთ, რამდენი წელია, რაც ასე არიან, რამდენი დახარჯეს და იგივე კითხვებს დაგისვამს. ბოლოს ჯანმრთელობას და გაძლებას გისურვებს, რასაც გულწრფელად უბრუნებ. ქუჩაში თავს გამოიჭერ, რომ გამვლელების ფერს აკვირდები და ცდილობ გამოიცნო, ჯანმრთელები არიან, თუ არა. შენ ხომ უკვე ამდენი არაჯანმრთელი ადამიანი ნახე. ზოგიერთ მათგანზე, ადრე სადმე რომ შეგხვედროდა, ვერც იტყოდი, თუ რამე აწუხებს. იქნებ მათი სიმკრთალე მომხიბვლელადაც ჩაგეთვალა. კლინიკაშიც უკვე ადვილად გადააწყობ პაციენტებსა და მათ ახლობლებს. მათთან ურთიერთობის წამოწყებას აუცილებლად მოაქვს ერთი რამ: იწყებ მდგომარეობის შეფასებას. წონი: აი, იმის დიაგნოზი თუ ისეთი უმძიმესი იყო და ამდენი წლის მერე ასეა, ე.ი. უკეთესის იმედი შეგიძლია გქონდეს. გულის სიღრმეში რაღაც გკაწრავს: ყველაფერი ხომ ინდივიდუალურია და იქნებ ტყუილად გიხარია... მაგრამ ისევე სწრაფად ფუთავ ამ აზრს, როგორც გაშალე – მას არსებობის უფლება არ აქვს! და ამ დროს, ამ ყველაზე დახუთულ სივრცეში, ნათელი წერტილი ჩნდება – რაღაც პოზიტიური, საიმედო: ყველაფერი გამოსწორდება, ჰო, ჰო... უნდა. მერე რა, რომ ზოგი ექიმი უხეშია და მიაჩნია – შენს გამძლეობას მძიმე, დამიზნებული დარტყმებით აწრთობს.
12 comments:
ზოგჯერ მართლა ძნელია ოპტიმიზმის შენარჩუნება, მაგრამ გამძლეობაო, როგორც გიწერია, აუცილებელია.
მინდოდა მეთქვა, გუშინწინ შენი ბლოგი დამესიზმრა :) ხო ძალიან უცნაურია, აი ასე, დამესიზმრა, ქეთის ბლოგი, ცისფერ–მოლურჯო–მონაცრისფრო, მოლივლივე თევზებით და ბევრი ლექსით, ნახატებით... ძალიან კარგი სიზმარი იყო და მადლობა, რომ გაქვს ასეთი განსაკუთრებული ბლოგი.
სოფი, ჩემი გამძლეობა, მონდომება და უდიდესი სურვილი უშედეგო აღმოჩნდა.
ძალიან თბილი ადამიანი ხარ, მართლაც რომ მზიანი. დიდი მადლობა შენ!
ქეთი ხო მშვიდობაა?
დედა გარდამეცვალა
ვაიმე ქეთი
ძალიან მეწყინა
და ვიზიარებ შენს მწუხარებს
დიდი მადლობა, ტომა
ქეთი როგორ ხარ?
რა ვიცი, ვარ
მადლობა, ტომა! :*
ძალიან ძნელია...
მაგრამ მშობლების ხსოვნის გამო მაინც უნდა შესძლო და მოიკრიბო მხნეობა ქეთი.
რაც დრო გადის, მით უფრო რთულია.
ვცდილობ, ტომა..
ჰო ქეთი,
ძალიან რთულია..
დიდი მადლობა გამხნევებისთვის, ტომა..
Post a Comment