ორი წლის წინ მქონდა პოსტი "წიგნის სიყვარულის გასავრცელებლად", სადაც ვწერდი მსოფლიოში ერთ–ერთ პოპულარულ მოძრაობაზე – "ბუქქროსინგზე"... და აი, რაღაც ასეთი ჩვენთანაც გაჩნდა: სამი დღეა, თბილისში (და უკვე არა მხოლოდ თბილისში) მოხეტიალე წიგნების ბუმია. მინაწერებიანი წიგნები მთელ ქალაქს მოედნენ. ძალიან მომწონს ეს ყველაფერი. საერთოდაც, რაც წიგნების პოპულარიზაციას უკავშირდება, ყველაფერი მომწონს. წიგნისმოყვარულთა კლუბში რამდენიმე კითხვის ვირუსით დაავადებულის შემომატებაც დიდი საქმეა :) თან ძლივს, ამ დაძაბულ ყოველდღიურობაში რაღაც პოზიტიური ამბავიც გავრცელდა: უხარიათ გამჩუქებლებს და უხარიათ მპოვნელებს. მით უმეტეს, სულ კარგ წიგნებს იმეტებენ, ისეთებს კი არა, რომლებიც ეზედმეტებათ. ჰოდა, ორმაგად, სამმაგად, ათმაგად მომწონს. გუშინ ვკითხულობდი ერთ–ერთი თანამედროვე ავტორის ემოციურ კომენტარს უცნობი მპოვნელისგან გამოხმაურების მიღების შემდეგ. მოკლედ, ყველა მხრივ დადებითი აქცია მგონია. რაც შემეხება მე: არ ველოდი, თურმე ასეთი ფორმით წიგნის გაშვება
ძალიან ამაღელვებელი ყოფილა – ორი დღეა ვფიქრობ, ვის დაემგზავრა და სად მოუწევს
კიდევ მარტო დარჩენა ჩემს კრებულს :)
Showing posts with label მოხეტიალე წიგნები. Show all posts
Showing posts with label მოხეტიალე წიგნები. Show all posts
Thursday, April 3, 2014
Subscribe to:
Posts (Atom)
