იყო დრო, როცა ორშაბათობით ჩემი ბლოგი ტრადიციული რუბრიკით ახალ
კვირას ხსნიდა. რა უნდა მომხდარიყო, რომ ორშაბათის გამოფენა გადამედო.
ახლა ვფიქრობდი, რატომ ავირჩიე ორშაბათი.
ადამიანების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ორშაბათი მძიმე დღეა, არ უყვართ
მისი დადგომა, წუწუნებენ, ერთი სული აქვთ, დაღამდეს...
მე ალბათ იმ მცირე გამონაკლისებს შორის ვარ, ვისაც ორშაბათი არ
აღიზიანებთ. უფრო მეტიც, ამ დღეს პოზიტიური განწყობითაც ვხვდები.
ორშაბათებს, თავისი საწყისი პოზიციის გამო, ახალ წელს შევადარებდი:
ახალი წლისგან განსხვავებით ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც ახლავთ მისტიკა, მოლოდინი, ნამცეცით მეტი იმედი და ენერგია, ვიდრე კვირის დანარჩენ დღეებს. სადღაც, გულის
სიღრმეში, ყოველთვის მგონია, რომ ახალი კვირა უკეთესი იქნება, რაღაცით განსხვავებული,
საინტერესო, თუნდაც უცნაური, ვიდრე წინა.
ჰოდა, მივუბრუნდები თავში დასმულ კითხვას – ჩემი გამოფენები ახალი
კვირის შეხვედრა იყო, ერთგვარი ორიენტირი, თუ საით გადაიხრებოდა განწყობა, რას
მოიტანდა კვირა, ან რას წაიღებდა.
სამწუხაროდ, გამოფენების გასამართად დრო აღარ მაქვს, თითქოს არც ემოციების
გამოხატვა მსურს ნახატებით. თუმცა, ერთი
რამ უცვლელია:
მე მიყვარს ორშაბათის სენტიმენტები.
დაფარული და ღია.
თუნდაც მეათასედით მეტი, ვიდრე სხვა დღეების.