"დასაწყისი. გაგრძელება იქნება"
"გაგრძელება. დასაწყისი იხ. ბლა–ბლა"
"დასასრული" – აა, გააჩნია რისი. ომის – ოღონდაც.
ურთიერთობების, რომლებიც მაქვს – არა. კიდევ რაღაცეების – არა.
ახლა დავფიქრდი, რომელი უფრო: დასაწყისი, გაგრძელება, თუ დასასრული?
როგორც ვიცი, ფსიქოლოგები ადამიანებს ამ ნიშნითაც (თუ რა ეხერხებათ) გამოარჩევენ.
დასაწყისი მაინც სულ მიჭირს. მეზარება. მხოლოდ დიდი ენთუზიაზმით შეიძლება, ან დიდი სიყვარულით :)
და კიდევ დასასრული (ოღონდ საქმის არა).
რატომ ასე შორიდან და რატომ ამაზე?
გაგრძელება მინდა:
ფიქრის, დღის, ურთიერთობის, ბლოგის..
და ისე გაიჩხირა ეს განწყობა ჩემში და ჩემს მიღმა, რომ თითქოს აღარ გამოდის გაგრძელება.
ისე აღარ.
დასაწყისს დაემსგავსა..
პ.ს. ის, რაც კიდევ გამახსენდა გაგრძელებაზე:
თავი, ქვეთავი, პარაგრაფი, ტომი, ნაწილი, წიგნი, სერია, დუბლი, პერიოდი, ციკლი, სეზონი.
რა შუაშია, მაგრამ მაინც :)
Thursday, August 14, 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
იცი, ფორუმიდან შენი ლექსები და ჩანახატები მაქვს გადმოწერილი და ხშირად ვკითხულობ ხოლმე, ძალიან მომწონს : )
ძალიან გამახარა ამის წაკითხვამ:) დიდი მადლობა, ნათი...
Post a Comment