Wednesday, August 20, 2008

ყველაზე მეტად...

ახლა მოვრჩი ფოტოების ალბომებში ჩალაგებას.
როცა პანიკა ატყდა და ყველამ ერთი ჩანთა გაამზადა (ალბათ), პირველი რაც მოვაგროვე, ფოტოები იყო. პრაქტიკულად, მეტი არც არაფერი ამიღია.. ჰო, კიდევ CD - ლექსებით და რამდენიმე პირადი ნივთი.
არვიცი, იქნებ ამაზე ვინმეს გაეცინოს კიდეც, მაგრამ ჩემი საყვარელი ადამიანები ამ ფოტოებში ცხოვრობენ, მამას ახლა მხოლოდ ფოტოებზე ვხედავ.
ის ქეთიც, მე რომ მომწონს, ფოტოებზეა. მოკლედ, ყველა და ყველაფერი.

მთელი კვირა ისე გავიდა, რომ არ დამიბრუნებია. დღეს მგონი ცოტა დავმშვიდდი და აი, მოვრჩი.

5 comments:

nati kuda said...

მეც იგივეს გავაკეთებდი, უბრალოდ ძალიან მშვიდი ვარ : )

Keti said...

ზოგადად – მეც ძალიან :) ერთი ჩანთის "იდეა" ჩემგან არ წამოსულა იმ ღამით.. ერთი რამ ვიცი, სახლს უკიდურეს შემთხვევაში დავტოვებდი.

nati kuda said...

მეც ზუსტად : ) ჩემი დის ხვეწნის შემდეგ ვითომ რაღაც ნივთები ჩავალაგე, დანარჩენი თუ დამჭირდა, შენ მათხოვე_თქო : )

Keti said...

კარგია, რომ მალე ამოვალაგეთ :)
იმედია, არასდროს დაგვჭირდება...

nati kuda said...

ხო, იმედია.